... (A-530), XIX ს.

196. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობად წამოვედით გვყუეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით

197. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით

198. დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა ვჰსთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი, დავსდგეთ თავის თავითა თვით დანახულსა მოვკულიდეთ, ნუ ვესვრით დამნახავითა

199. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცნი ფრინველი, რაც ზედა გარდაგვფრენია

200. ანაზდად მოყმე გამოსჩნდა, კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია

201. უჭვრიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით ვსთქვით თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისა დადენით

202. მე უხუცესმან უმცროსსა, კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმან შედეგმან ტაიჭი, მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა, გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით

203. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა, ყოლე არად ამოგჰვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი, მათრახითა დაგვამწიფნა

204. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით ხელი მოკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით

205. მით ერთითა მათრახითა, თავი ასრე გარდაფრიწა ვითა მკუდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა

206. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ჰნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად

207. აჰა მიხუდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰხამს, გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

208. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად, მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქვენსა დასაღრეჯილოსა

209. ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქმს, ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი, მიდითო ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი, მიეცით მოსვენებასა

210. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა

211. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს ჰხამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს

212. რადგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავ ანუ მოვკლავ, დავიკარგეთ მეტის მეტად

213. ავთანდილ იტყვის ეზომი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი აწ ესე სადმე მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნიდგან ვსძებნნე ღონენი, ჩემნი არ დასამრუდენი

214. წინა უკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი ჰსდიოდა, მინდორთა მოსალამენი

215. დღისით ვლეს და საღამო ჟამ, გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდესა შიგან ქვაბნი იყვნეს, პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროან თვალ უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი