... (H-2610), XVIII ს.

1548. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ მას჻ გაეცინნეს჻ გაღიმდა჻ ჰშვენოდა჻ მხიარულობა჻ თქვა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა჻ ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინნაკლულობა჻

1549. ჩემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ ღმრთისა჻ ნებითა჻ საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არვისგან჻ ვნებითა჻ არცა჻ რა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძნეულთა჻ გრძნებითა჻ მას჻ ზედა჻ შველა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭვ჻ რასაცა჻ თნებითა჻

1550. რა჻ მოვა჻ ჩემთვის჻ განგება჻ ზეცით჻ მოსრულნი჻ ზენანი჻ ღმერთი჻ იწადებს჻ მომივლენ჻ გულის჻ სახმილთა჻ ლხენანი჻ მაშინღა჻ მომხვდენ჻ მოკვდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი჻ უმისჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მი჻ და჻ მო჻ რბენანი჻

1551. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი჻ მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლმობილი჻ ვარ჻ მუცლითგანვე჻ დედისა჻ თქვენად჻ სამონოდ჻ შობილი჻ ღმერთმან჻ მუნამდის჻ მიწა჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი჻

1552. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყვარელისა჻ შენისა჻ ეგე჻ არს჻ მგზავსი჻ გულისა჻ ლმობიერისა჻ თქვენისა჻ მუნა჻ მე჻ ხრმალი჻ არ჻ მიკვეთს჻ არცა჻ სივრცელე჻ ენისა჻ მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა჻

1553. «ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე჻ ჰინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე჻ გვერდსავე჻ გიჯდეს჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე჻ მებრძოლნი჻ თქვენნი჻ მოგესრნეს჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე჻

1554. «რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი჻ მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მომხვდენ჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი჻ ოდესცა჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ ცეცხლისა჻ დებანი჻ სხვად჻ თქვენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ რასაცა჻ თნებანი»჻

1555. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყვანი჻ ყმისანი჻ მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი჻ ვითა჻ მან჻ პოვნა჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი჻ ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახნეს჻ ძალგულნი჻ ძმისანი჻

1556. მიდი჻ უთხარ჻ ჩემმაგიერ჻ სიტყვა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები჻ «მე჻ შენისა჻ გამზრდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები჻ ვეჭვ჻ მრავალი჻ დამეხოცოს჻ მონა჻ მისგან჻ საყვარლები჻ ვითხოვ჻ ხოლე჻ შენდობასა჻ ეგეთივე჻ მოვბრუნდები»჻

1557. ესე჻ უთხარ჻ «ამის჻ მეტსა჻ ჰმოციქულობ჻ ნურას჻ ნუო჻ ხვალე჻ წასლვა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო჻ მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყვა჻ გავაცრუო჻ ამოდ჻ ვსთხოო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევაგუო»჻

1558. უამბა჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ თქმულობა჻ მას჻ დაუმძიმდა჻ მოედვა჻ კვლა჻ გულსა჻ კვამლალმულობა჻ ასრე჻ ხამს჻ რიდი჻ მეფეთა჻ ყმათაგან჻ მოკრძალულობა჻

1559. ავთანდილ჻ მივა჻ მუხლმოყრით჻ ტარიას჻ შესახვეწელად჻ ფერხთა჻ ეხვევის჻ აკოცებსაღარ჻ შეხედავს჻ ზე჻ წელად჻ ეტყვის჻ კმა჻ რაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად჻ კვლა჻ ნუ჻ მიქ჻ ერთგულობისა჻ გამტეხლად჻ დაცამლეწელად჻

1560. რასაცა჻ ჰლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მას჻ ღმრთისა჻ სამართალია჻ გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია჻ მე჻ მისთვის჻ ხელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთვის჻ ფერნამკრთალია჻ ვით჻ მოიხმაროს჻ მონამან჻ პატრონსა჻ ზედა჻ ხრმალია჻

1561. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყვარელსა჻ შეგვამდურვებს჻ ვა჻ თუ჻ გაწყრეს჻ გაგულისდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს჻ ამბავსაცა჻ დამიძვირებს჻ ჭვრეტისათვის჻ მომასურვებს჻ შენდობასა჻ ხორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს჻

1562. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ მან჻ მზემან჻ შუქნაფენამან჻ ხელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ აჰმართა჻ ააყენა჻ მან჻ მიყოო჻ კარგი჻ ყველაი჻ მომართებამან჻ შენამან჻ მაგრა჻ სჯობს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემმან჻ შენითა჻ ლხენამან჻

1563. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყვრისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა჻ მძულს჻ გაუწყვედლად჻ კუშტობა჻ და჻ სულმძიმობა჻ დიდობა჻ თუ჻ მოყვარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემკენ჻ მონაზიდობა჻ თვარა჻ მე჻ ჩემდა჻ იგ჻ მისდა჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა჻

1564. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ შენისა჻ საყვარელისა჻ არ჻ ეწყინების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა჻ რადმცა჻ რა჻ ვჰკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ რასაცა჻ ჭრელისა჻ ოდენ჻ ნახვისა჻ მათისა჻ ნატრა჻ მაქვს჻ სანატრელისა჻

1565. ამას჻ ოდენ჻ მოვახსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით჻ რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით჻ რადგან჻ ბოლო჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით჻ დააშვენეთ჻ ერთმანერთი჻ თავისთავის჻ ნუ჻ დასჭნებით჻

1566. რა჻ ავთანდილ჻ ტარიასგან჻ ცნა჻ წასლვასა჻ არ჻ დაშლიდა჻ არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ საუბარსა჻ ზედა჻ ჰრთვიდა჻ ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთვლიდა჻ თანა჻ წაჰყვა჻ განაღამცა჻ მათ჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა჻

ტარიელისაგან ქვაბსავე მისულა მეორეთ჻ საჭურჭლის჻ ნახვა჻