... (S-4499), XVII ს.

1747. მივიდეს: გარე: მოადგეს: ყოვლგნით: ციხეთა: გარეთა: ებრძოდეს: ცეცხლსა: უდებენ: მოაოჴრებდეს: არეთა: ჰჴოცდეს: სწვიდეს: და: არღვევდეს: ცრემლთა: ადენდეს: მწარეთა: აჯა: არ: გამოართვიან: არად: არ: მემუდარეთა:

1748. გარეთ: ყუელაი: წაიღეს: ციხეთა: სიმაგრენია: მათ: უზენაროდ: მიებყრნეს: მიკუირდეს: სიმედგრანი: ერთ: წლამდის: იყუნეს: ინდოეთს: ვაკედ: ქნეს: კლდე: და: ღრენია: მერმე: წავიდეს: სავსენი: სიცილით: მომღერალნია:

1749. რად: არ: გასინჯავთ: სოფელსა: სჭირს: გარე: შიგან: ჭრელობა: მისცემს: კულავ: ზოგჯერ: სევდასა: არა: აქვს: გაუყრელობა: გამართავს: რაცა: სწადიან: გაიჭრის: სჭირდეს: ხელობა: ტარიელ: თვალნი: ამართნა: ჰკლავს: გულსა: დანამჭრელობა:

ტარიელისაგან კაცის გაგზავნა ავთანდილ და ფრიდონ თანა საშველად:

1750. ნესტ: დარეჯანის: წამწამთა: ბუქისა: ფიფქმან: დამმზრომმან: ჰკითხა: მან: მზეთა: მზეთამან: ნორჩმან: და: ტანად: სარომან: დაუყუნა: მისმან: ელვამან: ტარიელს: პირ: უმთვარომან: ნუ: ივნებ: ლომო: ლომთაო: რა: ქნა: ჟამმან: დრომან:

1751. ჯავრნი: ხუარაზმთა: ჩვენზედა: მით: გარეშემო: გუბია: ჩემზედა: სპანი: იხმარნა: რაცა: ალამი: უბია: ვიჴმოთ: ძმად: ფიცნი: ორნივე: მათ: მოიჴმარონ: შუბია: ჩვენთვის: ფრიდონს: და: ავთანდილ: შექნან: სისხლისა: გიუბია:

1752. ტარიელ: ორთა: სენთაგან: მეტად: გლახ: დაჭმუნვებულმან: მტერთაგან: ამოსწყვეტილმან: უსახოდ: შეჭირვებულმან: არაბეთს: კაცი: გაგზავნა: მტირალმან: მიჭირვებულმან: წვრილად: აცნობა: ძმად: ფიცსა: უღუნოდ: დაჭირვებულმან:

1753. რაცა: პირველ: სენი: სჭირდა: ყუელა: წვრილად: მიუწერა: მერმე: რაგუარ: ხვარაზმელთა: მათთვის: ძაძა: შეეწერა: ვით: ერბივა: ვით: ეჴოცნა: ვით: ქალაქი: მოემტვერა: ვით: სოფელი: მუხთალია: ჟამი: ასრე: დამემტერა:

1754. გვერდსა: მიისვა: მწერალი: მთქმელ: გამამრჩევი: ენათა: ტარიელ: ნესტან: დარეჯან: ჴმა: ტკბილი: მოუსმენათა: რა: გაათავეს: წერითა: წიგნი: ჴელთ: მისცეს: მონათა: წადით: მიართვით: ავთანდილს: ჩვენთვის: ცრემლ: დამადენეთა:

1755. კულა: ფრიდონისას: გაგზავნეს: სხუა: კაცი: ერთი: ნავითა: მასცა: აცნობეს: სოფლისა: სიცრუვე: საბრუნავითა: სენთა: და: ხუარაზმელთაგან: ოდენ: ვარ: საფშვინავითა: მტირალი: სისხლის: ცრემლითა: დამხობით: საკრინავითა:

1756. აწ: ვითა: გვმართებს: გმირთა: და: ჩემთა: ფიცისა: ძმობილთა: აგრე: გაფიცხდით: საშველად: გაწვევთ: სასწრაფოდ: ჴმობილთა: თქუენთა: ლაშქართა: იმედსა: ვართ: ქუისებრ: დაულბობილთა: ომსა: ნაწუართთა: ჩაუქთა: მებრძოლთა: რაზმთა: წყობილთა:

1757. არაბთ: მეფე: მორჭმულია: იყო: მცილე: მისი: ვინა: იმღერა: და: იხარებდა: მოგოსნები: უსხდეს: წინა: ჩანგსა: ჰკრიან: აწყობდიან: პირმთვარენი: ვართ: და: მინა: გავიდის: და: ნადირობდის: კულავ: მობრუნდეს: იყუის: შინა:

1758. იბურთეს: და: ითამაშეს: და: თინათინის: გვერდსა: დაჯდის: ეს: სოფელი: იამოვნის: საწუთროსა: დაუწყნარდის: ყელსა: ბროლსა: შვენებანი: მას: ელვანი: გარ: უვარდის: ერთგან: სხდიან: ტახტსა: ზედან: მათ: ბაგეთათ: ვარდი: ვარდის:

1759. სმა: ჭამა: და: ნადიმობა: მსგებსსა: ერთსა: გაისვენა: ელვამან: და: შვენებამა: მათმან: სრულად: დააშვენა: მომღერალთა: მათ: წინაშე: არაოდეს: მოისვენა: მე: ვერ: ვიტყვი: რაცა: სჭირდა: ბევრი: უნდა: ქებად: ენა:

1760. რა: გარდაჴდა: გამოვიდა: ჟამი: რამე: ღამე: დღენი: მოციქული: შარას: გრძელსა: მოამოკლებს: ირჩევს: ცხენი: გაგზავნილნი: რა: მივიდეს: ნახეს: ნორჩი: ალვის: ხენი: რა: ავთანდილს: მოახსენეს: ატირდა: და: უთქნა: ხენი:

1761. კულავე: ჰკადრეს: თქუენ: მორჭმულნო: და: აქებდეს: ჴელმწიფესა: მოახსენეს: დიდებულო: შენ: ტურფაი: მაღლად: მხედსა: შენ: გაქუს: ყოვლი: დიდებანი: მორჭმულსა: და: კარგად: მქნესა: ხუარაზმელთა: ინდოთ: ზედა: რაღა: გკადრო: რაღა: ქნესა:

1762. რა: ავთანდილს: ფრიდონს: ესმა: ინდოთ: ესე: საწყინარი: გულსა: ასრე: ლახურად: ეცა: მართ: დაესო: ვითამც: ნარი: თქუეს: გავჴედით: საწუთროსა: არას: კარგასა: მოუბნარი: აქანამდის: მხიარულნი: ვტირთ: აღარას: მოცინარი:

1763. ავთანდილ: სულთქვამს: ოხვრიდა: მოჰქონდა: ტარიელობა: მასთანა: ყუელა: სწორ: დგომა: გაჭრა: და: ხელობა: უკუირდა: მკლავთა: დადრეკა: უსახროდ: მათი: ქუელობა: სჭირს: და: სოფელი: არ: იკლებს: გულს: ლახვარი: მჭრელობა:

1764. მართ: ავთანდილს: ვით: ეწყინა: ვინმცა: კადრა: ვინ: არ: ღირსნი: ყუელა: წურილად: მოიკითხა: ვით: ნაქმარნი: ხვარაზმისნი: უბრძანა: და: შემოხადნა: დიდებულნი: სპანი: თვისნი: აწ: ტარიელს: ვამსახუროთ: რადგან: ჩვენ: ვართ: მისი: ყმანი:

1765. თვითო: კაცი: ერთმანერთსა: გაუგზავნეს: არ: დავსწბეთა: ინდოთა: და: ტარიელის: საქმისათბის: მომჭირნეთა: პაემანი: შეუკვეთეს: დროთა: დღეთა: მიმჭირნეთა: ერთმანერთის: ნახვისა: და: შველისათვის: მოსწრაფეთა: