... (Q-261), XVII ს.

1718. დაშურა: მოსჭირდა: მარტოსა: მრავალი: ჴრმალი: იქნია: გატეხა: ჴრმალი: და: ლახტი: მართ: ვითა: მშვილდი: შეჰქნია: ამისთვის: სპათა: სიმრავლე: მრგულად: ალყად: გარე: შექნია: ჴელთა: შეიპყრეს: დაბნელდეს: მისთვის: მნათობთა: შუქნია:

1719. ტარიელ: ნახა: ხვარაზმშაჰ: საკლავად: გამართებული: გაეხარნეს: და: შეიქნა: პირი: მზებრ: წარმართებული: თქუა: კმარის: ჩემთუის: ღ~თისაგან: წყალობა: დამართებული: აწ: აღარავის: მოვაკლევ: მეფეა: წარმართებული:

1720. მოვიდა: გააშვებინა: დიდი: ხუარაზმთა: მფლობელი: ცხენი: მოჰგვარა: და: წყნარად: შესუა: მართ: ვითა: მჴმობელი: მოვიდეს: მისნი: ძმადფიცნი: მოლოცვაწარმომთხრობელი: უქეს: ხვარაზმშას: დარჩომა: ყოლ: არა: იყუნეს: მგმობელი:

1721. მობრუნდეს: გამარჯვებულნი: ჩამოჴდეს: ჩრდილთა: ხეთასა: ტურფათა: რასმე: ბაღთასა: ყოლ: არ: კატართა: ტყეთასა: მათ: ნაომართა: ჰშვენოდა: მჯობდა: მჯობთა: ყოველთა: მხნეთასა: უქესთუ: ვაჯობოთ: ესე: დღე: მეტად: ყოველთა: დღეთასა:

1722. გამოისვენეს: მაშურალთა: აბჯრითა: ტანსა: ახდითა: პურობა: სმა: სიმღერითა: სოფლისა: ჴელთა: დაჴდითა: მათი: მებრძოლი: მას: დღესა: მკუდრად: ჩნდა: ამრისა: წაჴდითა: ხვარაზმშაჰ: იჯდა: ფერჴითა: მსგავსად: ფერისა: დაჴდითა:

1723. დილასა: ფრიდონ: ავთანდილ: და: სხუათა: სპათა: თავნია: ტარიელისას: მოვიდეს: დახუდეს: ლაშქარნი: შავნია: აწ: მათგან: სამოციქულოდ: კაცი: ჩანს: შენაგზავნია: შესთუალეს: ღმერთმან: პატივგცა: ტყვედ: გყუანან: შენნი: მავნია:

1724. ვინათგან: ღმერთმან: პატივი: ეგზომი: დაგდვა: დიდებით: გმართებს: რომ: იყო: საღმრთოსა: საქმესა: ზედა: რიდებით: აწ: შენ: რადმცა: ჰქენ: ეგ: საქმე: პირველსა: ზედა: მიდებით: პირი: აიღეთ: ხვარაზმშა: გაუშვით: ამოდ: მშვიდებით:

1725. ტარიელ: გასცა: პასუხი: მეტად: წყნარი: და: მჭევრები: ღ~თისაგან: მე: მჭირს: წყალობა: და: თქუენგან: დიდი: ბევრები: აწ: სამჯერ: თქუენგან: დადგმულა: ჩემთუის: შუბისა: ტევრები: დარჩეს: გაუშვით: ხვარაზმშაჰ: აგრევ: თავადი: ბევრები:

1726. შევიდეს: ნახეს: ტარიელ: და: მადლსა: გარდაიჴდიდეს: მერმე: ადგეს: და: ხვარაზმშა: სად: იყო: მუნა: მივიდეს: ჰკადრეს: ორთავე: სალამი: თავის: თავ: დაამშვიდესა გვერცა: დაუსხდეს: ნაკრავთა: უქებდეს: და: გაიცდიდესა:

1727. მერმე: ჰკადრეს: ჰე: ხვარაზმშა: ჴელმწიფეო: ბედნიერო: მორჭმულო: და: თუით: მპყრობელი: ზნეუკლებო: გონიერო: გვიკუირს: რაცა: თქუენ: გიქნია: პირველ: კაცო: მეცნიერო: რად: აშვილეთ: თქუენი: შვილი: ყოვლით: ზნითა: შუენიერი:

1728. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახვითა: ანუ: სმენითა: მემკუიდრე: ვინმე: არისო: რად: არა: მოიჴენი: თა: აწ: თქუენ: გარდაუშვით: პირველი: სისხლი: სიტყუითა: ჩუენითა: იქივე: წადით: და: მეფობით: ბრძნითა: გონებაენითა:

1729. ხვარაზმშა: წყნარი: სიტყუები: თქუნა: ბრძენთა: სწავლარიგისა: პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა: მე: თქუენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა: მკლავს: სირცხუილისა: ლახუარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა:

1730. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვა: სასიძოდ: ინდოთ: მეფესა: მე: მაშინ: ვერსით: ვიცნობდი: ტარიელს: სისხლთა: მჩქეფესა: უმკუიდროდ: ყოფა: ეწერა: მას: წიგნსა: მათსა: სეფესა: ამად: ვერ: მივხუდი: მიგმობდით: ჭკუასა: დანაყეფესა:

1731. მართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთუის: კაცითა: მართ: ერთხელ: ვითა: ეგრეცა: არ: მრავლად: კულა: და: კულაცითა: მე: ვარ: მემკუიდრე: პირველად: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა: ნუ: მოსცემ: შვილსა: თუარ: დავხუდე: რაზმითა: ცემატკაცითა:

1732. თუ: მაშინ: არ: დამეშალა: თქუენ: უმართლე: ხართ: მდურვასა: თავსაცა: ჩემსა: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა: მაგრა: უმეცრად: შთავიჭერ: ცრემლთა: მორვისა: ცურვასა: ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა:

1733. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქუენცა: გასმოდეს: მგონია: თვარ: გაიკითხენ: ინდონი: გკადრებენ: უშმაგონია: ავთანდილ: უთხრა: მეფეო: ესე: ვერ: გაგიგონია: მაგისთანანი: სიტყუანი: აწ: არად: სავარგონია:

1734. თავმან: თქუენმან: თუ: მოგუისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცდომლად: სჯობს: წახუიდეთ: ტახტსა: თქუენსა: იყუნეთ: სისხლთა: დამთმო: მჯდომლად: არა: გაკლდეს: დიდებისა: ჴელი: ცათა: შეუცთომლად: შენდობა: ჴამს: რადგან: ადამ: აღარ: დარჩა: შეუნდობლად:

1735. ხვარაზმშა: ბრძანებს: ვინათგან: თქვენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ: მაგრამ: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიზაბუნეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1736. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს: ხვარაზმშას: სიტყუა: ყუელაი: წყნარად: თქუეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვაზირსა: უხმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიგანთა: არ: უვაგლახნეს:

1737. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩუენი: ჴმა: თქუენთვის: ზავისა: თარა: ვეზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხვარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკუვად: ავისა: გამოდი: ჩუენ: გამოგინდობთ: არ: მიზდი: გინდა: ნავისა: