... (Q-261), XVII ს.

1738. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი: ხვარაზმშასი: მართ: ნახვისა: ღმრთისა: ხუეწით: მემუდარი: რა: ჴელმწიფე: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკუდარი: თქუა: თუ: ღ~თო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1739. თაყუანი: სცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღ~თო: რა: ვთქუა: მადლთა: სენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომსა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წურილნი: ძენი: რა: მადლი: ვთქუნე: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი:

1740. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყუასა: გულმდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: გვანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: გასაჭვიროსა: ვით: მეტყუი: სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა:

1741. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქუენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყუედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არ: გაგიშვებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მაჰმადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღმერთისა: დანაბადია:

1742. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვკუდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო:

1743. ვაზირმან: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყუა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: შენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები: შენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1744. სისხლი: გაუშვა: ხუარაზმშა: მტკიცე: ქნეს: მოზავებული: შეჰფიცე: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხვარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული:

1745. მივა: ტარიელ: მოყუსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა: გამარჯუებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა: იტყუის: თუ: ვერ: გარდავიჴდი: მე: ვალსა: თქუენ: სადილითა: თქუენ: დამარჩინეთ: მკუდრად: ვიდევ: იმ: ხვარაზმშას: ჩრდილითა:

1746. წამოვიდეს: მხიარულნი: ნადირობით: თამაშობით: მათ: მოეწყო: ხვარაზმელი: არ: დაეგდო: შამუშობით: მტერთა: ზედა: მოჰქცეოდეს: მათგან: იყო: უშიშობით: ერთმანერთსა: აქებდიან: მხიარული: არ: ქუშობით:

1747. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა: მუტრიბთა: ჴმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა: ნესტან: დარეჯან: დაშვენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა: მას: სიხარულსა: ვერ: დავწერ: ჴელითა: ვერცა: ჰაზარითა:

1748. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყუნა: მრავალნი: დღენი: ამონი: მერმე: გაუშვნა: სავსენი: მნათობნი: დაუღამონი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი: ტარიელ: დადგა: თუმცა: სდის: ცრემლი: ველთ: დასალამონი:

1749. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა: სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინავარდითა: გავლენ: ზღვასა: და: მიდიან: საროთა: განაზარდითა:

1750. მივიდეს: მათი: ქუეყანა: მათ: დახუდა: ამოდ: ნებითა: მოეგებნიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა: თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშუენებითა: მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა:

1751. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად: მერმე: თმოგვი: შესავლითა: თმოგველთაგან: დარჩა: ობლად: მე: ვნახე: და: მას: უჩვენე: ვინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად: მან: მიბრძანა: ლექსად: თქუიო: მჭევრ: ქართული: შესწრობილად:

1752. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან: ორთავე: მტერი: მოყუარედ: მათ: წინა: მოიყვანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: უაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან:

1753. ყოვლთა: სწორად: წყალობათა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხუართა: ვერა: სწოვდეს: შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

1754. დავითის: ქართველთა: მეფისა: ვის: მზე: მსახურებს: სარებლად: ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: საკამათებლად: ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად: მისთა: ორგულთა: დამწველად: ერთგულთა: დამამაგრებლად:

1755. მე: ვთქუი: ქება: თამარისა: და: ჴმელთა: შინა: მნათისა: ვთქუი: მათი: ქება: მათი: მზისა: და: მქონდა: ქებისა: მათისა: რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა: მემცა: ვით: მექო: ვერ: აქებს: ბრძენნი: თუ: შეკრბენ: ათისა:

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი:

1756. აჰა: მოგესმნეს: სოფლისასაქმენი: თავით: ქუენამდი: მოგვიგონენით: ყოფადნო: პირველყოფილნი: თქუენამდი: რა: გესმნეს: ძნელნი: ანდერძნი: ღაწუთა: ტირილით: თქუენამდი: ყურად: იხვენითრაცა: ვთქვა: მე: სულთა: აღმოფრთქვენამდი: