... (Q-261), XVII ს.

1757. გხადი: ყოველნო: სულდგმულნო: ხვეწნით: და: მე: თაყუანებით: ხილვად: აწ: ჩემთა: საქმეთა: თქუენ: აქა: მონაყუანებით: სული: განეყუნეს: ჴორცთაგან: მძლავრებით: არ: წაყუანებით: მეწყალვის: ვხედავ: გლახ: მისი: მოგლა: და: მონაყვანებით:

1758. შემომერტყენით: მიდამო: მოსხედით: მომეკარენით: ზოგთა: მზირ: მიყავთ: ერდოთა: სარკმლით: და: მომეკარენით: ნესტან: დარეჯან: მკოცნიდი: ბაგით: და: მამეკარ: ენით: ჯვარს: ვაცმევინებ: სოფელსა: ურია: მამეკარენით:

1759. მე: ვიყავ: მეფე: ეგეთი: ვითარ: მოგითხრა: წერილმან: ბოლოდ: დამადგა: სოფელმან: ნავთმან: ფისმან: და: წერილმან: საჭმლად: მიშოვა: ჭიამან: ბუზმან: და: ძაღლის: მწერილმან: ვაი: თუ: დაგსაჯნეს: მიჯნურნო: მამამან: ამოწერილმან:

1760. ადამის: თესლი: სხვა: ერთი: მე: მჯობდა: ვერითა: ვერ: სახით: ვერ: ახოვნებით: დამეგმოს: სიავე: რითა: აწ: მამიახლდა: სიკუდილი: მამლამის: თვალთა: ბღუერითა: დამბღუჯა: ვერვინ: გაგვყრის: გაზითა: ვერცა: კვერითა:

1761. ნუ: მიენდობით: სოფელსა: საქმესა: ცუდა: მუხთალთა: არვის: მიგინდობს: რაძი: ვინ: კარგთა: უყოფდეთ: უთუალთა: ბოლოდ: ჟამს: დაგცემს: შეგიბრკობს: ფერჴთა: და: მართ: ნაკუთალთა: ყუელასა: ერთად: მოგიყრის: მის: დღეში: დანახუთალთა:

1762. ყოველნი: დავიჴოცებით: სრულად: ერთობით: და: რამად: მით: დაგიტეობ: მცნებასა: მიენდვნეთ: ცუდად: არ: ამად: ვიტყუი: მუხთალსა: სოფელსა: ცრუდ: და: მიუნდოდ: არამად: წყეულმან: ნახეთ: რა: მიყო: ძმანი: არ: მაძმნა: და: რამან:

1763. უხვაიშნოო: წყეულო: მოდი: სიკუდილო: მომკალო: მომზადენ: ცელნი: მოლესენ: ჩემო: უჟამოდ: მომკალო: თქუენთვის: შევიქენ: საჭმელად: ჭიანო: მჭადმით: მომკალო: ჩემი: გავწელე: დავაგდე: ამ: სოფლის: მე: დამთმომ: კალო:

1764. ვაიმე: დაისხნეს: კავშირნი: არ: მფეთქენ: მე: მაჯანია: ცუდ: იქმნეს: მკლავნი: მაგარნი: ვაი: მტერთა: მემაჯანია: მკლავნი: რომელსა: ვერ: მბრძოდა: იგ: დევი: ქაჯმაჯანია: გამოისალმნეს: გაუშვა: ქუემდგომმან: ჴორცმან: ჯანია:

1765. მაღორებლისა: მუხთლისა: სოფლისა: წესი: ბარ: ესა: ყოვლთა: მოაწევს: ბოლოდ: ჟამ: ტკივილსა: სალმობარესა: იგი: სოფლისა: ჯავარნი: საფლავთა: მიაბარესა: ზედა: მიწანი: მიყარეს: მინიჩბეს: მიაბარესა:

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა:

1766. რადგან: სწორად: გარდაჴდების: ავი[..................................] მაშ: წამი: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: [......................................] აქათ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: [....................................] თაბური: თუნდა: ტახტი: სწორიაო: [................................]

1767. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხიდეს: [.............................] ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს: ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს: დაყუნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს:

1768. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი: ღმერთმან: მისცნა: ესე: შვილად: საჭურეტელად: შვენიერნი: ელვანი: და: შვენებანი: მათგან: ჰქონდეს: მათ: მიერნი: მზგავსნი: მზგავსსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი:

1769. დღენი: მათნი: წაიარეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს: ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს: ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოემდურეს: სოფლისაგან: გაბჭობათა: [............................................]

1770. სოფელს: მყოფსა: ყუელაკასა: ესე: [.................................] მათ: სოფლისა: შუენებათა: [............................................] მიჯნურობა: გაუსუსტდა: გონებანი: გაულბილდეს: სიყუარული: გააცივეს: ერთმანერთსა: უკუგრილდეს:

1771. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცვლად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს:

ანდერძი ავთანდილისა სიკუდილისა ჟამს:

1772. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა: ვიტყუი: მსგავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილიდა: სწორია: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ავთან: დილისა: ადრე: დალპების: გაცვდების: ვით: ქსელი: ნაქუს: მანდილისა:

1773. რა: მიიახლა: სიკვდილად: დაუწყო: ჴდამა: სულითა: ჴელთა: იხრიდა: ჰკრთებოდა: სიტყუითა: დამასულითა: თქუა: ვეღარ: მიჴსნა: ძმამან: და: ვერცაღა: დამა: სულითა: მუნ: შემიწყნაროს: რომელმან: მიწა: ადამა: სულითა:

1774. რაზომც: გამეფდა: ცად: ვინ: თქუა: კაცი: [...................] ცუდია: აქა: დიდობა: ვარდი: აწ: მეც: [........................] უხვაიშნოა: ესე: დღე: ძე: რაღას: მარგებს: [..................] მიწა: მიიქცეს: მიწადვე: ჴორცი: მოკუ[.......................]