... (H-742), XIX ს.

1554. რა ერთმანერთი აუჩნდა მისაგებ მოსაგებავი. ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა. აიგერა ჰხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა. ამად მედების სახმილი გულსა ეცხება ებავთა.

1555. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა. ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა. რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენადვე ხლებულა.

1556. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დასდეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა. ვეჭვ ღმერთითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა.

1557. მუნ დაჰსდგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი. ნესტან დარეჯან მუნვე ჰსდგას იგია მჭვრეტთა მზარავი. მისთა წამწამთა ნიავი ჰქრის ვითა ქარი არავი. წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი.

1558. ტარიელცა თაყვანიჰსცა მივა კოცნად სასალამოდ. მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ. გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ. შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა და საღამოდ.

1559. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა. პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა. კვლავ ფრიდონცა უსალამა თაყვანისცა მან მეფესა. მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1560. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების. ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების. მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების. რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების.

1561. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა. მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა. გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა. ვიაჯ რასამე მე მართებს მოთხოვა აწ ფარმანისა.

1562. დაჰსხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ადგს უნათლესი ბაზმისა. ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა. დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა.

1563. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად. მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემამხვეწლად მქენებლად. თვით იგი იაჯს რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად. ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1564. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით. ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით. დავიწყდეს რომე პატიჟნი ჰსჭირდეს ჩვენთავე დარებით. არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხუდარებით.

1565. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა. მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერ ნამკრთალსა. მუხლ მოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა. რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა.

1566. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა. ამოიღო ხელმანდილი მოინასკვა ზედან ყელსა. აღჰსდგა მუხლნი დაუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა. გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მამსმენელსა.

1567. რა ტარიელ მუხლ მოყრილი ნახა მეფე შეუზარდა. შორს უკუდგა თაყვანისცა ქვე მიწამდის დაუვარდა. მოახსენა ხელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა. თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენიჩამადარდა.

1568. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს. ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკვდავად და ტყვედცა გინდეს. გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არცა მაშინ გდინდეს. სხვა მისებრი ვერა ჰპოოს ცათამდისცა გაცაფრინდეს.

1569. მე სიძესა ავთანდილის უკეთესა ვპოებ ვერა. თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა. ვარდი ახლად იფურჩნების მე ყვავილი დამებერა. რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა.

1570. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა. თუ ავთანდილ არ მიყვარდა აგრე მისთვის რად მამსურდა. დია ღმერთო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა.

1571. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყუა მოისმინა. დაჰსდრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა. კვლავ მეფემან თაყვანიჰსცა წამორევლო წადგა წინა. ერთმანერთი მოემადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1572. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა. ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა. წავიდა და წამოუძღვა მოიყვანა მოჰყვა თანა. მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა.

1573. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა. ხელთა ჰქონდა ხელმანდილი პირსა იმით იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა. მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა.