... (H-742), XIX ს.

1593. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა. ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა. შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა მათისა შესამსგავსისა. მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.

1594. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები. კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები. მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქ ები.

1595. მუტრიბნი მოსდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა. შეყრით სდგეს გორი ოქროთა და ბალახშისა თლილისა. მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან ჰსდის მსგავსი მილისა. ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდახდა ჟამი დილისა.

1596. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი. მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი. გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი. სამს დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1597. ხვალისა მეფე არაბთა კვლავ პურობს არ ღაფალია. ტარიელს უთხრა შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია. ჰხამს ყურსა გვეგდოს საყურლად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

1598. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოდ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად. პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად.

1599. არაბთა მეფე მასპინძლობს იქმს ოდენ მასპინძლობასა. ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ხელმწიფობასა. გაჰსცემს და უქებს ყველაი უხობა იეფობასა. ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა.

1600. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა. სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა. რომე ჰსძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა. თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1601. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა. ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა. კვლავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ბატისა. ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა.

1602. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ შედგმული. ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანის ჰსცემს ლაღი ბრძენი არ მახმული. მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინო სმული.

1603. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს ჰსძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი. მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1604. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად. ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად. შეჰსთვალა შენი სიახლე ხმა ჩემად ლხინად ყოველად. მტერთა აქვსთ ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1605. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ხელოვნებამან. ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან. წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან. ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი ინებოს ღმერთისა ნებამან.

1606. როსტევან ჰკადრა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა. რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭვრეტდით გაიცდიდითა. ავთანდილ თანა წამოგყვეს წადით ლაშქრითა დიდითა. თქვენთა მტერთა და ორგულთა დაფრეწდით დაცასჭრიდითა.

1607. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა აგრე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები. ახალ შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები. ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები.

1608. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახებით. ცოლი უყვარსო გამწირა იყო ამისად მსახავად. მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახ ავად. კაცსა მოყვრისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად.

1609. ტარიელს უგავს სიცილი ბროლსა ვარდითა ფრქვევასა. უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა. რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მასთანა წვევსა.

1610. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია. კაცი ოთხმოცი ათასი ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ ჭმულია.

1611. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი. ერთმანერთისა დად ფიცნი სიტყვისა გამონდობილი. მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი. ჰსტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი.

1612. მთვარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა. ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა. არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა. მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ჰხამს თავი იქედგოროსა.