ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1390. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1391. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზა საჭიროა მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერთო ცოტაი ხანია

1392. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შუა გვირაბი ასაძრომელი ხვრელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია

1393. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათასსამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები

1394. ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან მაგარვადამან რა მოისმინა იამა სხვად არა გაუცხადა მან შესწირა ღ~თსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან

1395. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უხორცოა რამან შექმნა ხორციელად

1396. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მომისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1397. ქაჯნი სახელად მით ქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედა გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1398. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალთა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღვაზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1399. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი

1400. გულითა ღ~თსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღ~თო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი

1401. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღ~თსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლა იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1402. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილ თანა წოლითა ყმა უნდოგვარად ეხვევის ყელსა ხელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა

1403. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნოიგი ვინ ვარდი ა ვისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად

1404. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრი აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდთა იშოვნის თავი ბულბული გონია

1405. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1406. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოიმატა დაშვენება დაემსგავსა ლომი მზესა

1407. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1408. ფატმან მისსა შვენებასა მეტისმეტად კვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო რა რეგვანდა რა გვარ ხმობდა თუმცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1409. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისა შინა ღვინოსმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამოჟამს გაიღვიძნა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა