ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1331. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1332. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1333. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცა ვის ეუბნების

1334. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1335. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1336. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნე და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1337. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1338. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ხელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1339. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1340. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1341. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1342. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი ხელმწიფე ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1343. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~თნ მამაცი პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკეთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1344. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1345. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი

1346. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა ნახეთ თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1347. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1348. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩასანთქმელი

1349. მონანიცა გარდეხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვეო შემანანა

1350. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ხელმწიფე კაცთა მომწევდეს რბენითა