... (Q-296), XVIII ს.

1503. ტარიელცა თაყვანის სცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1504. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კვლავ ფრიდონცა უსალამა თაყვანის სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1505. მეფე ტარიას ქებასა დაკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რადვინ მოგეწონების

1506. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯი რასამე აწ მართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1507. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ადგს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1508. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1509. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით დაჰვიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1510. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუხლმოყრილი გეაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1511. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ხელმანდილი მოინასკვა იგი ყელსა ადგა მუხლნი დაუყარნა ეაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1512. რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანისსცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ხელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა

1513. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არმცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრივ ჰპოვოს ცათამდისი გაცაფრინდეს

1514. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჭვნების მე ყუავილი დამებერა რამცა ვკადრე შეცილება რასაც იგი ოდენ სჯერა

1515. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვინ მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა ასრე მისთვის რად მამსურდა დია ღმერთო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1516. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კვლავ მეფემან თაყვანისცა წამორევლო წადგა წინა ერთმან ერთი მოიმადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1517. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყვანა მოჰყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1518. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა

1519. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი გაე რასაღა გრცხვენიან

1520. მოეხვია გარდაკოცნა მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე მარე გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე

1521. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ჴელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინ ლხინი ამო არის რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1522. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ