... (პარიზული ხელნაწერი 10)

1269. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ წიგნსაცა჻ აგრე჻ სწერია჻ მოყვარე჻ მტერი჻ ყოვლისა჻ მტრისაგან჻ უფრო჻ მტერია჻ არ჻ მიენდობის჻ გულითა჻ თუ჻ კაცი჻ მეცნიერია჻ ნუღარ჻ იშიშვი჻ იმისგან჻ აწ჻ იგი჻ მკვდართა჻ ფერია჻

1270. იგივე჻ მითხარ჻ მას჻ აქათ჻ ქალი჻ გაგზავნე჻ შენ჻ ოდეს჻ რაცაღა჻ გეცნას჻ ამბავი჻ ანუ჻ რა჻ მისი჻ გსმენოდეს჻ კვლა჻ იტყვის჻ ფატმან჻ ტირილით჻ კვლა჻ თვალთა჻ ცრემლი჻ სდენოდეს჻ წახდესო჻ შუქნი჻ რომელნი჻ მზისაებრ჻ ველთა჻ ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა჻

1271. ვა჻ საწუთროო჻ სიცრუვით჻ თავი჻ სატანას჻ ადარე჻ შენი჻ ვერავინ჻ ვერა჻ ცნას჻ შენი჻ სიმუხთლე჻ სად჻ არე჻ პირი჻ მზისაებრ჻ საჩინო჻ სად჻ უჩინო჻ ჰყავ჻ სად჻ არე჻ მით჻ ვხედავ჻ ბოლოდ჻ სოფელსა჻ ოხრად჻ ჩანს჻ ყოვლი჻ სად჻ არე჻

1272. ფატმან჻ იტყუის჻ მომეშორვა჻ მზე჻ მნათობი჻ სრულად჻ ხმელთა჻ სიცოცხლე჻ და჻ სულდგმულობა჻ მონაგები჻ ჩემთა჻ ხელთა჻ მას჻ უკანით჻ გაუწყვედლად჻ დება჻ მჭირდის჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ვერ჻ გავახმე჻ წყარო჻ ცრემლთა჻ თვალთა჻ ჩემთა჻ გადამღვრელთა჻

1273. სახლი჻ და჻ შვილი჻ მომძულდა჻ ვჯდი჻ უგულოთა჻ გულითა჻ მას჻ ვიგონებდი჻ მღვიძარე჻ რა჻ მიმეძინის჻ ლულითა჻ უსენ჻ გამტეხი჻ ფიცისა჻ მიჩს჻ უსჯულოთა჻ სჯულითა჻ ვერ჻ მიმიახლოს჻ საახლოდ჻ კრულმან჻ პირითა჻ კრულითა჻

1274. დღესა჻ ერთსა჻ საღამოჟამ჻ ჩასლვა჻ იყო჻ ოდენ჻ მზისა჻ წავდეგ჻ წინა჻ დარაჯაგთა჻ კარი჻ მიჩნდა჻ ხანაგისა჻ ვიგონებდი჻ სევდა჻ მკლვიდა჻ მისისავე჻ გონებისა჻ ვჰთქვი჻ კრულია჻ ზენაარი჻ ყოვლისავე჻ მამაცისა჻

1275. მოვიდა჻ სითმე჻ ღარიბი჻ მონა჻ მოყვსითა჻ სამითა჻ მონა჻ მონურად჻ მოსილი჻ სხვანი჻ მგზავრულად჻ ხამითა჻ სასმელსაჭმელი჻ მოიღეს჻ ქალაქს჻ ნასყიდი჻ დრამითა჻ სმიდეს჻ ჭამდეს჻ და჻ უბნობდეს჻ სხდეს჻ მხიარულნი჻ ამითა჻

1276. მე჻ უყურებდი჻ უჭვრეტდი჻ თქვეს჻ ამოდ჻ გავიხარენით჻ მაგრა჻ ჩვენ჻ აქა჻ მოყვასნი჻ უცხონი჻ შევიყარენით჻ არც჻ არა჻ ვიცით჻ ვინ჻ ვინ჻ ვართ჻ ანუ჻ სით჻ მოვიარენით჻ ხამს჻ ერთმანერთსა჻ ამბავი჻ ჩვენიცა჻ ვუთხრათ჻ ბარ჻ ენით჻

1277. მათ჻ სხვათა჻ მათი჻ ამბავი჻ თქვეს჻ ვითა჻ მგზავრთა჻ წესია჻ მონამან჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმანო჻ განგება჻ რამე჻ ზესია჻ მე჻ მარგალიტსა჻ მოგიმკი჻ თქვენ჻ ქვრიმი჻ დაგითესია჻ ჩემი჻ ამბავი჻ ამბავთა჻ თქვენთაგან჻ უკეთესია჻

1278. მე჻ ვარო჻ მონა჻ მეფისა჻ მაღლისა჻ ქაჯთა჻ მფლობლისა჻ მათ჻ მიხვდა჻ ცემა჻ სენისა჻ მათისა჻ დამამხობლისა჻ მოგვიკვდა჻ შემწე჻ ქვრივისა჻ შემწყნარებელი჻ ობლისა჻ აწ჻ შვილთა჻ მისთა჻ და჻ მისი჻ ზრდის჻ უკეთესი჻ მშობლისა჻

1279. დულარდუხტ჻ არის჻ დიაცი჻ მაგრა჻ კლდე჻ ვითა჻ ლოდია჻ ვისცა჻ არ჻ დაჰკოდს჻ ყმა჻ მისი჻ ვერავის჻ დაუკოდია჻ მას჻ უსხენ჻ წვრილნი჻ ძმისწულნი჻ როსან჻ და჻ ერთი჻ როდია჻ აწ჻ იგი჻ ქაჯეთს჻ ხელმწიფედ჻ ქვე჻ ზის჻ მორჭმული჻ წოდია჻

1280. გვესმა჻ ამბავი჻ ზღვათ჻ იქით჻ სიკვდილი჻ დისა჻ მათისა჻ შეიჭირვებდეს჻ ვაზირნი჻ დაშალეს჻ ქნა჻ ხალვათისა჻ ვითა჻ ვჰკადროთო჻ დავსება჻ პირისა჻ ხმელთა჻ მნათისა჻ როშაქ჻ მონაა჻ თავადი჻ მონისა჻ ბევრათასისა჻

1281. როშაქ჻ ბარძანა჻ მოცავინმკლავს჻ მე჻ ტირილსა჻ არ჻ დავჰხვდები჻ მინდორს჻ წავალ჻ ვიმეკობრებ჻ ალაფითა჻ ავივსები჻ შინა჻ მოვალ჻ შოებული჻ ადრე჻ ზედა჻ მოვესწრები჻ მეფე჻ დისა჻ დატირებად჻ წავიდოდეს჻ წაცავჰყვები჻

1282. გუითხრა჻ მისთა჻ ხელისათა჻ წავალ჻ თანა჻ წამომყევით჻ წაგვიტანა჻ მონა჻ ასი჻ ყველაკაი჻ მისგან჻ რჩევით჻ დღისით჻ მზისით჻ ვმეკობრობდით჻ ღამეთაცა჻ ვიყვნით჻ თევით჻ დია჻ ვლეწეთ჻ ქარავანი჻ ლარი჻ ჩვენკე჻ გარდმოვდევით჻

1283. მინდორმინდორ჻ მოვდიოდით჻ ჩვენ჻ ღამესა჻ დია჻ ბნელსა჻ დიდნი჻ რამე჻ სინათლენი჻ გამოგვიჩნდეს჻ შუა჻ ველსა჻ ვთქვით჻ თუ჻ მზეა჻ ნუთუ჻ ზეცით჻ ჩამოჭრილი჻ ზედა჻ ხმელსა჻ დაბნეულნი჻ მივეცენით჻ გონებასა჻ ჩვენსა჻ მსჯელსა჻

1284. ზოგთა჻ ვთქვით჻ არის჻ ცისკარი჻ ზოგთა჻ თქვეს჻ არის჻ მთვარეო჻ მას჻ დარაზმულთა჻ მივჰმართეთ჻ ახლოსაც჻ ვნახეთ჻ ბარეო჻ შორს჻ მოვუარეთ჻ მივედით჻ შემოვადეგით჻ გარეო჻ მით჻ ნათლიდაღმა჻ გამოჰხდა჻ ხმა჻ ჩვენი჻ მოუბარეო჻

1285. გუითხრა჻ ვინ჻ ხართ჻ ცხენოსანნო჻ თქვენ჻ სახელნი჻ თქვენი჻ თქვენით჻ გულანშაროთ჻ მოციქული჻ ქაჯეთს჻ მივალ჻ მერიდენით჻ ესე჻ გვესმა჻ მოვადეგით჻ ალყად჻ გარე჻ მოვერტყენით჻ პირმზე჻ რამე჻ ცხენოსანი჻ გავიცადეთ჻ თვალით჻ ჩვენით჻

1286. უჭურიტეთ჻ პირსა჻ მნათობსა჻ ელვათა჻ მაელვარებსა჻ მისი჻ ციმციმი჻ მზისაებრ჻ ეფინებოდა჻ არებსა჻ ძვირძვირად჻ გვეუბნებოდა჻ სიტყვასა჻ რასმე჻ წყნარებსა჻ კბილთაგან჻ შუქი჻ შეადგა჻ ზედან჻ გიშრისა჻ სარებსა჻

1287. კულავ჻ ვეუბენით჻ მას჻ მზესა჻ ტკბილმოუბრითა჻ ენითა჻ არ჻ მონა჻ იყო჻ ტყუოდა჻ ჩვენ჻ ესე჻ შევიგენითა჻ როშაქ჻ შეატყო჻ ქალობა჻ გვერდსა჻ წაუდგა჻ ცხენითა჻ აღარ჻ გავუშვით჻ დაჭირვა჻ ვჰკადრეთ჻ ხელითა჻ ჩვენითა჻