ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1272. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, და დაეყოვნების; წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1273. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, და მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1274. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები; ქალაქის კართა სამთავე სამათას-სამათასები. და გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები!”

1275. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარმ ვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: და “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღა დამან!”

1276. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად; მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,– და და ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შეჰქმნა ხორციელად?

1277. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, და არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

1278. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი; და მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1279. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, და ჰსწადდეს , დღესა ბნელად იქმენ, ჰსწადდეს, ბნელსა ანათობენ.

1280. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, და დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1281. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; სთქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, და წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი!”

1282. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა; ყმა ნამუსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა, და ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1283. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, და გული ხელ-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

1284. ავთანდილ მალვით ცრემლსა ჰსწვიმს, ჰსდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მჰახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად, და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1285. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია,– და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1286. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები; და ”რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1287. ავთანდილ სთქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1288. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, და შემოსცინა: “აგრე ჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1289. ფატმან მისა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!” და თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1290. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, და ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”

1291. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა, იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მოხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მიჰსცა მისისა ნოხისა, და ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.