ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1349. “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შეველყრები აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, და ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1350. “სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ლარისა უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, და ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმადნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე

1351. დაჰსწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, და უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1352. “ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, და დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1353. “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა ჰსწვიმს, ვარდი ნაწვიმარია, და ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1354. “გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, და არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1355. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე, ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, და ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1356. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია. ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია, ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია? და მზგავსი ყველაი მსგავსსა ჰშობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1357. ესე უსტარი დაჰსწერა, შეკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ, რაც ჰხამდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, და მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1358. მონახა, ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუღარისა, და მისთა გამყრელთა ნაკადი ჩაჰსდის სისხლისა ღვარისა.

1359. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა და დაცაგვმარხეოჴელითა ჩვენისა დამმარხველითა!”

ავთანდილისაგან გულანშაროით წასვლა და ტარიელის შეყრა

1360. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, და ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1361. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, და სულთქნა, რა ჰნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1362. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა უბრძანა:“გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, და მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1363. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, და სადაცა ჰნახის, დაჴოცის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1364. ქვაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, სთქვა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია, და არ მოსრულ იყოს, რაღა ვჰქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

1365. “თუ მოსულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, იგონებდა, იხედვიდა, და ესე სთქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1366. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა,– და შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.