ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1621. ტარიელ ჰსცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდი თუ რვა, და მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1622. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, და შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1623. როსტევნისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები, “ჩემმაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები” და ავთანდილ სთქვა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1624. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, წამღებელმან ვერა სთქვას თუ ცუდად ვზიდე, — და ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1625. ავთანდილ შესჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა და ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა!”

1626. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, და ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1627. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან, მასთანა ტახტსა დასჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, და გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1628. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმან ერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴმალთა დავეწყლულდეს, და მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1629. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, და შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

1630. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდაჰხდეს, გავლეს სოფელი, ჰნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, და ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა.

*

1631. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, და ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამაგრებლად.

1632. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე, სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ-ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, და ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1633. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი, და ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

*

1634. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, და ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.