... (W-17), XVII ს.

20. თუცა ქალია ჴელმწიფედ მართ მღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

21. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მგზავსი მზისა და მთუარისა ჯერთ უწვერული სადარო ბროლმინა საცნობარისა მას თინათინის გონება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

22. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმა ვარდი შექნის გულნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულნაკლულად

23. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლფიქალისა ნუთუ ვით ვჰპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა

24. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსივი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

25. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

26. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ჴელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა

27. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ჴმათა ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს ჰხრის ყორნისა ბოლოფრთათა

28. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთნის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

29. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მინდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

30. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვლილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

31. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ ჩვენია რაც არა დაკარგულია

32. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრამ მზე თინათინებდა

33. მოიხმი მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

34. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა

35. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

36. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვენაბამსა ნასუქალსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა რა დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

37. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექნეს ამისი ცილობა

38. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭურეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

39. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა