... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1121. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა ასრე მისთვის რად მომსურდა დია ღმერთოწინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1122. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კვლა მეფემან თაყვანის სცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1123. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმ[………………….] შეთვალამოდი გიბრძანებს იგი [……………………………] ჭირნი გარდახდეს მოგაკლდა ცრემლი[……………] ნუღარ ეშიშვი სახმილსა შენი [………………………………..]

1124. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახ[……………………] ესდენ დიდი სიხარული [………………………………………….] წავიდა და წამოუძღვა [……………………………………………..] მაგრა ირცხვის მეფისაგან [………………………………………..]

1125. მეფე ადგა მოეგება ყმა [……………………………………..] ჴელთა ჰქონდა[…………………………………] [……………………………………………………………………………….] [………………………………………………………………………………]

1126. მოეხვია გარდაჰკოცნა მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა რე გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკე არე მარე

1127. მეფე ყელსა ეხუეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა [………] უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა [………………….]ჴელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა [………………………………………..] რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1128. […………………………………………….]რად რას ბრძანებ […………………………………………….]რადღა აგვიანებ […………………………………….………………………………..…] […………………………………………………………………………]

1129. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერმიხვდომილმან

1130. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1131. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1132. შინა წავიდეს ყოველნი შინა თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1133. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსანგვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ჰინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა

1134. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააჰამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1135. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა

1136. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინს და ვისსა

1137. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან გაქვ სირცხვილი თუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული ბოლოდ მისი არ წახდომა

1138. აწ შვილო ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვესვიანობა დიდობა კვლა ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა

1139. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება ესეაო მეფე თქვენი ასრე იქნა ღმრთისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად ჰმსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1140. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილქმნილნი დაგვამდიდნეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუტნეს გულნი ჩვენნი აგულვანნეს