... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1219. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმადაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1220. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

1221. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავის–თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიჰხდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1222. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

1223. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1224. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1225. ესე ამბავი ნარჩომი მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხვარაზმთა მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული ჰკრთა დავვარდი დავეღონეთა კვლავე ვთქვით ლექსი გავმერთე მოსმენით გაიგონეთა

1226. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩმნი ამბავნი ლექსად ვთქვენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის ენანი მომახმარენით

1227. მორჭმულია ჰინდოთ მეფე მასზედ მტერნი არ აბუქნა მით მჭვრეტელთა დაადნობდა მოყვარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მაედანსა ბარგი მძიმე არ სუბუქნა კარავნი და კვლა ოთაღნი ხატაურნი ვინმცა უქნა

1228. ბრძანებს წავალ მოსასვენოდ მოვიარო მე მინდორი მრავლად ახლავნ ბაზიერნი და მწყაზარი თეთრი ქორი სუნღული და შავარდნები ბრუნვენ მოჰყავს ერთსა ორი ავაზები გაუშვიან დგიან მჭვრეტნი იდგის გორი

1229. მით მიუთხრობს ჰინდოთ მეფე ჭირნი ამფეხვრეს ნარონები ლხინი გვმართებს აწ მორჭმულთა მოსურნალთ მოსაწონები ტახტსა ზედა ჯდა წინა უთქს ოქრო სარტყელთა მონები მუტრიბნი და მომღრალნი თამაშობენ მოგოსნები

1230. ილხენდა და თამაშობდა წამწამთაგან უქრის ქარი მას ნადიმსა მჯდომსა ტუღემ დაესოო გულსა ნარი ჯალაბები გაიყარეს და დაახრჩვეს მაგრა კარი მანდატურნი გარ უვლიდეს ჩააყენეს მჭვრეტთა ჯარი

1231. გრძლად ავად გახდა ტარიელ სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ჰინდოთა ხელმწიფე მეფეთა ზედა მფლობელი ოთხ წელ წვა ზედა ლოგინთა მრავალთა სენთა მშობელი ვეღარ ვნახეთ მხეცთა სრვით და ვერცა რაზმთა მწობელი

1232. ესმა ხვარაზშას ამბავი ესე ჰინდოთა სენისა ვით გაეხარნეს რა გკადრო სიამე მონახსენისა ვაზირთა უხმნა რჩევად ზის უბნობს არ ავ ენისა ბრძანებს ვადინოთ ჰინდოეთს სისხლი რუდ მონადენისა

1233. მე მასმია ჰინდოთ მეფე ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩვენ გვმართებს სისხლთა ძებნა ნუ ვამყოფებთ დანამშვიდთა ამოვსწყვიტნეთ დავარბივნეთ ვხოცდეთ ვსცემდეთ ვითა ხიდთა ათასთა და ბევრ ათასთა შევიქმოდეთ მათთა შვიდთა

1234. უტარიელოდ ჰინდოთა ლაშქარნი ნურა გგონია იცით თუ რამაზს რა უყო არად არ სავარგონია პირველ ბრძენთაგან მრავალი სიჯაბნე გამიგონია აწ გვმართებს მათი მტერობა ესე მით მომიგონია

1235. ჰკადრეს ვაზირთა მეფეო ვართ დედის მუცლით მონანი მაგა საქმესა ვერ ქმნელნი ვართ აქამდისცა მონანი ჩვენ მოგვეწონნეს თათბირნი ეგ შენნი შენაგონანი ღმერთსა სწადს ასრე სუბუქ ვქნათ ვითა დრამისა წონანი

1236. თუ ბრძანოთ აწვე გავგზავნოთ ყოველგნით ლაშქრისა მხმობელი ვიხმნეთ ხვარაზმთა ლაშქარნი მებრძოლთა დამამხობელი ომისა მოწადინენი ერთმანერთისა მსწრობელი ჩვენნი აბჯარნი ზნე სრულნი უაზრო დაუშრობელი

1237. აწ მეფე ბრძანებს გავგზავნოთ წასვლა ხამს კაცისა ნურვინ დადგების მოვიდნენ რაზმი ვჰკრათ მართ მამაცისა ნურას დავარჩენთ ავსწყვიტოთ ნაშობი მუნ დიაცისა ომ გარდახდილნი ვბრწინვიდეთ ვართ ვითამ გუნდია ცისა

1238. აწ უბრძანოთ სპათა ჩვენთა შევყაროთ და გავემართნეთ მივიდეთ და ამოვსწყვიტნეთ თავნი გმირთა დავადარნეთ ნუ გაუშვებთ ქალაქებსა და ციხენი დავარღვივნეთ ყოველგნით მცნობნი გავგზავნენით დავწერეთ და გავაჩინეთ