... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1141. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი აგრევე მწადს თქვენი დება ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა ახ სოფელო

1142. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია ჰგავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ორნი მზენია

1143. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა შეიქნა ძღვნობა ძღვენისა მათისა შესამსგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა

1144. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხოუცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქ ები

1145. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდაჰხდა ჟამი დილისა

1146. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1147. ხვალისად მეფე არაბთა კვლა პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ხამს ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია

1148. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1149. არაბთა მეფე მასპინძლობს იქს ოდენ არიფობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ხელმწიფობასა გასცემს და უქებს ყოველნი უხობაიეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეულა ვით მეფობასა

1150. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ჰინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა

1151. კვლა ეძღვნა ძღვენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა კვლა მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1152. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული ჰინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი ბრძენი არმახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინოსმული

1153. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1154. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქვს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1155. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ხელოვნებამან ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი ინებოს ღმრთისა ნებამან

1156. როსტევანს ეთქვა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვესწადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1157. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახლად შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1158. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყვარსო გამწირა იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყვრისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1159. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რათგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა