... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

988. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქვარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

989. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა [......] გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა [................................................] ქაჯეთს მიახლებულთა [.......................................................................................]თა

990. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

991. ყოვლგნით მრგვალი შეუვალი არსით იყო ყოლა პირი სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი შუა ციხე ამართული კლდე კეკლუცი არ დუხჭირი გვირაბითა შესავალი ახვრეტილი ვითა სტვირი

992. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქვესვითათბიროთ ვითა ვთქვათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა

993. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირს პირ ომი არ ძალ გვაქვს არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

994. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

995. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

996. საბლითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავჰხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

[...]ბირი ავთანდილისა

997. ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახ–ივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლო–ახლო ყივიან

998. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქნათ თავის ტერება

999. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1000. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1001. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისად თუ რა სხვა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა

1002. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალ–გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ხრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1003. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1004. როს ვიყვნეთ ორნივ შევებით გვქონდის ლხინი უკლებელად მისთვის ვლეწენ სამეფონი და ავწყვიტენ მხეცი ველად აწე თვის წინ საომარსა ვით ვყო თავი უკუმვლელად არ ვაჩვენო ვით ვყოფილვარ ანუ ახლა ან პირველად