... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

911. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

912. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელაუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლშეუშრობელსა

913. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასახივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

914. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

915. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წვერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

916. ესე სიტყვა მართალია არ ჭრელად ად არ ხვასრულად ნესტან დარეჯ ჰქვიან ქალსა ქართულადცა კვლა სპარსულად თავშიშველი ყაყაცოსა ჰგავს თუ იყოს ვარდი სრულად ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად დანასრულად

917. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ მიჰჰხდა ფატმანისას დღე იარა არმრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ხელაპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა სრული არა მთრვალი

918. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობამწყვედელი

919. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

920. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

921. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლა უფრო გასახაფავი თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი

922. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

923. სახლი არ მახლავს არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმადნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს წინაშე

924. დაწერა ფრიდონ მაღალო სვესრულო მეფეთმეფეო ლომისა მსგავსო ძალგულად მზეო შუქმოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

925. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედსახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა

926. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუმცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

927. გულმხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქმთ იგი არ აგცილდების არ თურემ კაცმან დაგიდგნას ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

928. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზაგზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

929. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მმსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია