... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

930. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ხმდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

931. მოქარავნეთა უბრძანა საქმე მიც გითხარ განაო კარგად მომიხდა მოყვსობა მე თქვენი მესვიანაო რაცა მინდოდა ყველაი ვქენ ღმერთმან მაგულვანაო აწ აღარა მცალს ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო

932. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

933. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

934. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა

935. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროსტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

936. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანაგიჭვრეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

937. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომვეფხნი მოშამბნარენი

938. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

939. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ჰვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

940. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა

941. ტარიელს ლომი მოეკლა მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლდებოდა

942. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქმენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა

943. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

944. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

945. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქნაკრთომისა

946. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა სჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

947. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

948. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა