... (Q-261), XVII ს.

855. რა: ვაზირი: არ: შეუიდა: კულავ: მეფემან: კაცი: გზავნის: კაცმან: ცნის: და: გარეთ: დადგის: წასლვა: ვერვინ: გაამჟღავნის: როსტანს: ეჭვი: შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაათავნის: თქუა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის:

856. თავდადრეკით: იგონებდა: გულსა: ჰქონდა: ჭმუნვა: დიდი: უში: ქნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი: მოვიდეს: და: აწ: მიანბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი: რა: ვეზირი: შემობრუნდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი:

857. კულავ: შევა: დარბაზს: ვაზირი: დაღრეჯით: არ: მხიარულად: მეფემან: ჰკითხა: წასრულა: მზე: დაუდგრომლად: მთვარულად: მან: მოახსენა: ყუელაი: ვით: წასრულიყო: ფარულად: მზე: აღარ: ნათობს: ჩვეთანა: დარი: არ: დარობს: დარულად:

858. რა: მეფემან: მოისმინა: დაიძახნა: მეტისმეტნი: პირთა: ხოჭით: წვერსა: გლეჯით: გააკვირნა: მისნი: მჭურეტნი მოსთქუამს: იტყუის: ვაი: გაზრდილო: ვეღარ: გნახვენ: თუალნი: რეტნი: სად: წახველ: და: სად: დაჰკარგენ: სინათლისა: ეგე: სვეტნი:

859. თუ: თავი: შენი: შენ: გახლავს: ღარიბად: არ: იხსენები: მაგრა: მე: რა: ვჰქნა: გაზრდილო: აწ: სახლად: მმართებს: სენები: გამაღარიბე: დამაგდე: გულსა: გლახ: ვისთუის: ენები: შენდა: შეყრამდის: პატიჟთა: ჩემთა: ვერ: იტყუის: ენები:

860. გაზრდილო: ცეცხლი: მედების: ლახურით: ვარ: მე: დახეული: გაზრდილო: ჩემთვის: გამოჩნდა: ჟამი: მუხთალი: წვეული: გაზრდილო: დიდით: სევდითა: ძლივღა: ცოცხალვარ: სნეული: გაზრდილო: ადრე: მოვჰკუდები: საბრალო: დღე: დალეული:

861. ვეღარ: გნახავ: მხიარულსა: ნადირობით: შემოსრულსა: ვეღარ: გიჭურეტ: ნაბურთალსა: ტანსა: მჭეურსა: ჯავარსრულსა: ვეღარ: ვისმენ: ჴმასა: შენსა: სასმენელად: მე: მასულსა: აწ: უშენოდ: რაღა: ვუყო: საჯდომსა: და: სრასა: სრულსა:

862. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: რაზომცა: დია: ირები: შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები: ნუთუ: კულავ: ღმერთმან: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები: მაგრა: თუ: მოვჰკუდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები:

863. ზარი: გაისმა: შემოკრბა: ჯარი: მრავალი: კაცისა: დარბაზს: ხასთაგან: ჯარია: ჴელითა: წვერით: ტაცისა: იგლეჯს: და: იცემს: ყუელაი: ჴმა: ისმის: თავსა: ტკაცისა: თქუეს: ბნელი: გუმართებს: დღე: კრულთა: რადგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა:

864. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსჭურტირნა: უთხრა: მზემან: შუქნი: მისნი: ყოლე: ჩემთვის: დაგვიძუირნა: რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: დაგვყარნა: რად: გაგუწირნა: სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგვიჭირნა:

865. ყოვლნი: სულთქმიდეს: მოთქმიდეს: მერმე: დაწყნარდეს: გუიანად: მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტოა: ანუ: ყმიანად: მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად: ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად:

866. მოახსენა: საწოლს: ვპოვე: ესე: მისგან: დანაწერი: დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი: იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი: მე: თუ: მამკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი:

867. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კულავ: იტირეს: დიდი: ხანი: მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი: ვამლოცველნეთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქურივნი: სხვანი: შევეწივნეთ: ნუთუ: ღ~თნ: მშვიდობისა: მისცეს: გზანი:

მეორედ წასულა ავთანდილისაგან და ტარიელის შეყრა:

868. მთვარე: მზესა: მოეშორვოს: მოშორვება: გაანათლებს: რა: იახლოს: შუქი: დასწუავს: გაეყრების: ვერ: იახლებს: მაგრა: ვარდსა: უმზეობა: გააჴმობს: და: ფერსა: აკლებს: ჩვენ: ვერ: ჭურეტა: საყუარლისა: ჭირსა: ძუელსა: გაგვიახლებს:

869. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა: მივა: და: მიტირს: გულმდუღრად: ვერ: ვიტყუის: ცრემლთა: მცრობასა: წამწამ: მობრუნდის: იაჯდის: მისთვის: მზისავე: მზობასა: უჭურეტდის: თვალნი: ვერ: მოჴსნის: თუ: მოჴსნის: მიჰჴდის: ცნობასა:

870. რა: მიეახლის: დაბნედად: ვერ: ჴელყუის: გაძრვად: ენისად: მაგრა: სდის: ცრემლი: თუალთაგან: მგზავსად: დიჯლისა: დენისად: ზოგჯერ: დაბრუნდის: უჭურეტდის: ღონედ: პატიჟთა: თმენისად: რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: არბევდის: ცხენი: სად:

871. თქუა: ჩემო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს: რადგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს: თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს: სჯობს: საყუარელსა: მოყუარე: რაზომცა: დაუზაბუნდეს:

872. მე: რა: ვჰქნა: შენად: შეყრამდის: ანუ: რას: ვეჭუდე: ლხენასა: თავსა: მოვიკლავ: მე: თუცა: შენგან: არ: ვეჭუდი: წყენასა: მაგრა: შენ: გაწყენ: ჩემისა: არსიცოცოხლისა: სმენასა: მოდი: და: მივსცნე: ცოცხალმან: თუალნი: ცრემლისა: დენასა:

873. ტირს: იტყუის: დადუა: კეშნი: ლახვარმან: ჩემთვის: ათმანო: ინდოთა: რაზმან: ჩემად: კულად: თქუა: ესე: ტევრი: თხზა: თმანო: თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მომკლა: სათმანო: ბაგე: კბილო: და: თუალწარბო: მამცემდი: პატიჟთა: თმანო: