... (Q-261), XVII ს.

951. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლსა: ღურიდა: უთხრა: დათმე: ნუ: მოჰკუდები: გულსა: სრულად: ნუ: დასჭრი: და: ღ~თი: მაგას: მოწყალეობს: თუცა: ჭირმან: არ: გაგრიდა: თუმც: უნდოდით: გასაყრელად: პირველ: ერთად: არ: შეგყრიდა:

952. სდევს: მიჯნურსა: ფათერაკი: საწუთროსა: დაანაღულებს: მაგრა: ბოლოდ: ლხინსა: მისცემს: ვინცა: პირველ: ჭირსა: გასძლებს: მიჯნურობა: საჭიროა: მით: სიკუდილსა: მიგვაახლებს: გასწავლულსა: გააშმაგებს: უსწავლელსა: გაასწავლებს:

953. ატირდეს: და: გაემართნეს: ქუაბისაკენ: თავნი: არნეს: რა: ასმათმან: დაინახა: გაღანამცა: გაეხარნეს: მოეგება: მოტიროდა: ცრემლმან: მისმან: კლდენი: ღარნეს: აკოცეს: და: აცატირდეს: ცან: ცნობანი: ააჩქარნეს:

954. ასმათ: თქუა: ღ~თო: რომელი: არ: ითქუმი: კაცთა: ენითა: შენ: ხარ: სავსება: ყოველთა: აღგვავსებ: მზეებრ: ფენითა: გაქო: ვით: გაქო: რა: გაქო: არსაქებელო: სმენითა: დიდება: შენდა: არ: მამკალ: ამათთვის: ცრემლთა: დენითა:

955. ტარიელ: ეტყუის: ჰე: დაო: მით: ცრემლი: აქა: მდენია: საწურთო: ნაცვლად: მატირებს: რაც: ოდენ: გაგვიცინია: ძველი: წესია: სოფლისა: არ: ახლად: მოსასმენია: ვაი: შენი: ბრალი: და: თუ: არ: სიკუდილი: ჩემი: ლხინია:

956. სწყუროდეს: წყალსა: ვინ: დაღურის: კაცი: უშმაგო: ცნობილი: მე: თვალი: ჩემთა: მით: მიკუირს: რად: ვარ: ცრემლითა: ლტობილი: უწყლოობა: ჰკლავს: წყალი: სდის: არ: ოდეს: არ: გაჴმობილი: ვაი: წაჴდა: ვარდი: პობილი: ვაი: მარგალიტი: წყობილი:

957. ავთანდილსცა: მოეგონა: მისი: მზე: და: საყუარელი: იტყუის: მზეო: ვით: ვეგები: მე: უშენოდ: სულთა: მდგმელი: შენ: არ: გხედავ: ჩემი: ჩემთვის: სიცოცხლეა: სანანელი: გითხრამცა: ვინ: რა: მჭირს: ანუ: რა: ცეცხლი: მწვავს: როგორ: ძნელი:

958. ვარდი: ამას: ვით: იაზრებს: მზე: მამშორდეს: არ: დავძრეო: ანუ: ჩვენ: გლახ: რა: გვერგების: რა: ჩასვენდეს: გორსა: მზეო: გულო: გიჯობს: გაუმაგრდე: თავი: სრულად: გაიკლდეო: ნუთუ: მოგხუდეს: ნახვა: მისი: სულთა: სრულად: ნუ: დალეო:

959. სული: დაიღეს: დადუმდეს: ორთავე: ცეცხლი: სდებოდა: ასმათი: შეჰყუა: შევიდა: ცეცხლი: მათებრვე: გზებოდა: დაუგო: ტყავი: ვეფჴვისა: რომელ: კულა: მიწყივ: ჰგებოდა: ორნივე: დასხდეს: უბნობდეს: რაცა: მათ: ეამებოდა:

960. მწვადი: შეიწუეს: შეიქმნა: პურობა: მგზავსი: ჟამისა: მუნ: უპურობა: პურობა: არსიდიადე: ჯამისა: მას: შეეხვეწნეს: ჭამეო: ძალი: არ: ჰქონდა: ჭამისა: დასცოხნის: ლუკმა: გატყორცის: წონა: ძლივ: ჩანთქის: დრამისა:

961. ამოა: რომე: კაცი: კაცს: ამოსა: ეუბნებოდეს: მან: გაუგონოს: რაცა: თქუას: არ: ცუდად: წაუხდებოდეს: ცოტად: ეგრეცა: დაუვსებს: ცეცხლი: რაზომცა: სდებოდეს: დიდი: ლხინია: ჭირთა: თქმა: თუ: კაცსა: მოუჴდებოდეს:

962. მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: იგი: ლომნი: იგი: გმირნი: იუბნეს: და: გააცხადნეს: თავის: თავის: მათნი: ჭირნი: რა: გათენდა: კულავ: დაიწყეს: საუბარნი: სიტყვა: ჴშირნი: ერთმანეთსა: გაუგონნეს: ფიცნი: პირველ: დანაპირნი:

963. ტარიელ: იტყუის: რად: უნდა: სიტყუისა: თქმა: მრავალისა: რაცა: შენ: ჩემთვის: გიქნია: ღ~თი: მზღველია: ვალისა: კმა: რა: ზენარი: ზენარად: არ: ნაქმარია: მთრვალისა: არ: დავიწყება: კარგი: გჭირს: მოყურისა: წარმავალისა:

964. აწ: შემიხვეწე: ნუ: დამწუავ: კულავ: წუითა: უცხელესითა: მე: გულსა: ცეცხლი: მედების: არ: ნაგზებია: კვესითა: ვერ: დაშრეტ: შენცა: დაიწვი: სოფლისა: ქნისა: წესითა: წადი: დაბრუნდი: შეიქეც: მუნითვე: შენი: მზე: სითა:

965. ვინ: დამბადა: განკურნება: ჩემი: უჩანს: მასცა: ძნელად: ვისცა: გესმის: გაიგონეთ: მით: გაჭრილვარ: ხელი: ველად: რაცა: მართებს: გონიერთა: ერთხელ: ვიყავ: მეცა: მქმნელად: აწ: ნობათი: ხელობისა: მამხვდომია: მით: ვარ: ჴელად:

966. ავთანდილ: იტყუის: რა: გითხრა: პასუხი: მაგა: თქმულისა: შენვე: თქუი: ეგეა: სიტყვა: კაცისა: ბრძნად: სწავლულისა: ღ~თსამცა: ვით: არ: შეეძლო: კულა: განკურნება: წყლულისა: იგია: მზრდელი: ყოვლისა: დანერგულ: დათესულისა:

967. ღმერთსამცა: ესე: რად: ექნა: ეგეთნი: დაებადენით: აღარ: შეგყარნა: გაგყარნა: ხელი: გქნა: ცრემლთა: დადენით: სდევს: ფათერაკი: მიჯნურსა: გასჭურიტეთ: გაიცადენით: თქუენ: ერთმანერთი: არ: მოგჴუდეთ: მე: სულნი: ამომხადენით:

968. ნეტარ: მამაცი: სხვა: რაა: არ: გასძლოს: რაცა: ჭირია: ჭირსა: გადრეკა: რად: უნდა: რა: სასაუბრო: პირია: ნუ: გეშის: ღ~თი: უხვია: თუცა: სოფელი: ძვირია: რასცა: მიწვრთიხარ: იწვართე: გკადრო: უწვრთელი: ვირია:

969. თუ: რა: გესმის: გაიგონე: ესე: კმაა: სწავლა: სწავლად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: თქუენს: წინაშე: წამოსავლად: მოვახსენე: რადგან: ჩემი: შეუქმნია: გული: ავლად: არას: ვარგებ: არ: დავდგები: სხვად: ვიუბნა: რაღა: მრავლად:

970. მან: მიბრძანა: მადლიერ: ვარ: კარგად: ხარ: და: მამაცურად: შენგან: მისსა: გავლენასა: მე: დავიჩენ: სამსახურად: მისის: კითხვით: წამოსრულვარ: არ: მთრუალურად: არ: მახმურად: აწ: მივიდე: რა: უამბო: რად: მოხველო: ჯაბან: ჴრდლურად: