... (H-2074), XVI-XVII სს.

818. ქალსა჻ რა჻ ესმა჻ ამბავი჻ მიხუდა჻ წადილი჻ ნებისა჻ განათლდა჻ პირი჻ მთუარისა჻ ვით჻ ნათლად჻ ნავანებისა჻ იტყუის჻ რა჻ უთხრა჻ პასუხი჻ მას჻ სათნებლისა჻ თნებისა჻ რაა჻ წამალი჻ მისისა჻ წყლულისა჻ განკურნებისა჻

819. ყმა჻ ეტყვის჻ ვის჻ აქუ჻ მინდობა჻ კაცისა჻ მომცქაფავისა჻ მან჻ ჩემთუის჻ დაწვა჻ თავისი჻ დადვა჻ არ჻ დასაწვავისა჻ დრო჻ დამიც჻ ჩემგან჻ მისულისა჻ მითქუამს჻ დადება჻ თავისა჻ მზე჻ შემიფიცავს჻ თავისა჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა჻

820. ჴამს჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ თავი჻ ჭირსა჻ არ჻ დამრიდად჻ გული჻ მისცეს჻ გულისათვის჻ სიყუარული჻ გზად჻ და჻ ჴიდად჻ კულა჻ მიჯნურსა჻ მიჯნურისა჻ ჭირი჻ უჩნდეს჻ ჭირად჻ დიდად჻ აჰა჻ მაქუსმცა჻ უმისოსა჻ ლხინი჻ არმად჻ თავი჻ ფლიდად჻

821. მზე჻ ეტყუის჻ მომხუდა჻ ყოველი჻ ჩემი჻ წადილი჻ გულისა჻ პირველ჻ შენ჻ მოხუელ჻ მშვიდობით჻ მპოვნელი჻ დაკარგულისა჻ მერმე჻ ზრდა჻ სიყუარულისა჻ გაქუ჻ ჩემგან჻ დანერგულისა჻ ვპჰოვე჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა჻

822. საწუთრო჻ კაცსა჻ ყოველსა჻ ვითა჻ ტაროსი჻ უხუდების჻ ზოგჯერ჻ მზეა჻ და჻ ოდესმე჻ ცა჻ რისხვით჻ მოუქუხდების჻ აქამდის჻ ჭირი჻ ჩემზედა჻ აწ჻ ესე჻ ლხინად჻ უხუდების჻ რადგან჻ შუება჻ აქუს჻ სოფელსა჻ თუით჻ რად჻ ვინ჻ შეუწუხდების჻

823. შენ჻ არ჻ გატეხა჻ კარგი჻ გჭირს჻ ზენაარისა჻ ფიცისა჻ ჴამს჻ გასრულება჻ მოყურისა჻ სიყუარულისა჻ მტკიცისა჻ ძებნა჻ წამლისა჻ მისისა჻ ცოდნა჻ ჴამს჻ უვიცისა჻ ჩემი჻ თქუი჻ რა჻ ვქნა჻ ბნელქმნილმან჻ მზე჻ მიმეფაროს჻ მე჻ ცისა჻

824. ყმამან჻ ჰკადრა჻ სიახლითა჻ შევრთე჻ ჭირი჻ შვიდსა჻ მე჻ რვა჻ ცუდი჻ არის჻ დამზრალისა჻ გასათბობლად჻ წყლისა჻ ბერვა჻ ცუდი჻ არის჻ სიყუარული჻ ქუეით჻ კოცნა჻ მზისა჻ წურვა჻ თუ჻ გიახლო჻ ერთხელ჻ ვაი჻ და჻ რა჻ მოგშორდე჻ ათასჯერ჻ ვა჻

825. ვაი჻ თუ჻ გავიჭრა჻ გაჭრილსა჻ სადა჻ გლახ჻ დამწუავს჻ სად჻ ალი჻ გული჻ ძეს჻ საგნად჻ ისრისა჻ მესვრის჻ საკრავად჻ სამალი჻ დროდ჻ სიცოცხლისა჻ ჩემისად჻ დღისითღა჻ ჩანს჻ ნასამალი჻ ჻ მალვა჻ მწადს჻ მაგრა჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ პატიჟთა჻ სამალი჻

826. მესმა჻ თქუენი჻ ნაუბარი჻ გავიგონე჻ რაცა჻ ბრძანე჻ ვარდსა჻ ქაცვი჻ მოაპოვებს჻ ეკალთამცა჻ რად჻ ვეფხანე჻ მაგრა჻ მზეო჻ თავი჻ მზესა჻ ჩემთუის჻ სრულად჻ დააგვანე჻ სიცოცხლისა჻ საიმედო჻ ნიშანი჻ არ჻ წამატანე჻

827. ყმა჻ ტკბილი჻ და჻ ტკბილქართული჻ სიკეთისა჻ ჴელის჻ მჴდელი჻ ამაზედა჻ ეუბნების჻ ვით჻ გაზრდილსა჻ ამო჻ მზრდელი჻ ქალმან჻ მისცა჻ მარგალიტი჻ სრულქნა჻ მისი჻ საწადელი჻ ღ~თნ჻ ქნას჻ და჻ გაუსრულდეს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი჻

828. რა჻ სჯობს჻ რა჻ კაცმან჻ გიშერი჻ ბროლლალსა჻ თანა჻ ახუიოს჻ ანუ჻ ბაღს჻ ალვა჻ საროსა჻ ახლოს჻ რგოს჻ მორწყოს჻ ახიოს჻ მისსა჻ მჭურეტელსა჻ ალხინოს჻ ვერმჭურეტსა჻ ავაგლახიოს჻ ვაი჻ მოყუარისა჻ გაყრილსა჻ ახიო჻ ეყოს჻ ახიოს჻

829. ყმა჻ მხიარული჻ წყლიანი჻ დაიჩენს჻ არ჻ სიმძიმილსა჻ მისნი჻ კბილნი჻ და჻ ბაგენი჻ დაიშუენებდეს჻ ღიმილსა჻ რა჻ მოიშორო჻ მოყუარე჻ თუალთაგან჻ დასდები჻ მილსა჻ მუნით჻ ადენდი჻ წყაროსა჻ სოფლისა჻ დასაწვიმილსა჻

830. მათ჻ მიხუდა჻ ლხინი჻ ყოველი჻ ერთმანერთისა჻ ჭურეტითა჻ ყმა჻ წამოვიდა჻ გაყრილი჻ მივა჻ გულითა჻ რეტითა჻ მზე჻ ტირს჻ სისხლისა჻ ცრემლითა჻ ზღვისაცა჻ მეტისმეტითა჻ იტყუის჻ ვერ჻ გაძღა჻ სოფელი჻ ვაი჻ ჩემთა჻ სისხლთა჻ ხურეტითა჻

831. ყმა჻ წავიდა჻ სევდიანი჻ მკერდსა჻ იცემს჻ ამად჻ ილებს჻ რომე჻ კაცსა჻ მიჯნურობა჻ ატირებს჻ და჻ გააფლიდებს჻ რა჻ ღრუბელი჻ მიეფარვის჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დააჩრდილებს჻ მის჻ მოყურისა჻ მოშორება჻ აწ჻ აბინდებს჻ არ჻ აჩრდილებს჻

832. სისხლმან჻ და჻ ცრემლმან჻ გარევით჻ ღაწუი჻ ქნის჻ ღარად჻ და჻ ღარად჻ იტყუის჻ მზე჻ ჩემგან჻ თავისა჻ კმა჻ დასადებლად჻ აღარად჻ მიკუირს჻ თუ჻ გული჻ ალმასი჻ შავმან჻ წამწამმან჻ დაღა჻ რად჻ ვირე჻ ვნახუიდე჻ სოფელო჻ მინდი჻ სალხინოდ჻ აღარად჻

833. ვინ჻ გუშინ჻ ედემს჻ ნაზარდი჻ ალვა჻ მრწყო჻ დამრგო჻ მახია჻ დღეს჻ საწუთრომან჻ ლახუარსა჻ მიმცა჻ დამხია჻ მახია჻ დღეს჻ გული჻ ცეცხლსა჻ უშრეტსა჻ დაბმითა჻ დაამახია჻ აწყა჻ ვცან჻ საქმე჻ სოფლისა჻ ზღაპარია჻ და჻ ჩმახია჻

834. ამას჻ მოსთქუამს჻ ცრემლსა჻ აბნევს჻ ათრთოლებს჻ და჻ აწანწარებს჻ გულამოსკუნით჻ ოხვრასულთქმით჻ მიხრის჻ ტანსა჻ მიაწარებს჻ საყუარლისა჻ სიახლესა჻ მოშორვება჻ გაამწარებს჻ ვაი჻ საწუთრო჻ ბოლოდ჻ თავსა჻ ასუდარებს჻ აზეწარებს჻

835. ყმა჻ მივიდა჻ საწოლს჻ დაჯდა჻ ზოგჯერ჻ ტირს჻ და჻ ზოგჯერ჻ ბნდების჻ მაგრა჻ ახლავს჻ გონებითა჻ საყუარელსა჻ არ჻ მოსწყდების჻ ვით჻ მწუანვილსა჻ თრთუილისაგან჻ პირსა჻ ფერი჻ მოაკლდების჻ ხედავთ჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ რაგუარ჻ ადრე჻ დააჩნდების჻

836. საწოლს჻ მჯდომმან჻ პირსა჻ ცემით჻ ბროლი჻ ბღუჯოს჻ ვარდი჻ კონოს჻ გულსა჻ იდებს჻ იტყუის჻ კაცმან჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შეაწონოს჻ ლხინმან჻ სძლიოს჻ გაძლება჻ ჴამს჻ ჭირი჻ სთმოს჻ და჻ ჟამთა჻ მონოს჻ ვით჻ ქონება჻ არ჻ იმადლოს჻ მას჻ სხუა჻ ღ~თნ჻ რა჻ აქონოს჻

837. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი჻ გული჻ ჟამჟამად჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მომთმო჻ ლხინთა჻ მდომელი჻ გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თუით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი჻ ვერცა჻ ჰპატრონობს჻ სიკვდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი჻