... (H-2074), XVI-XVII სს.

798. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მომავალსა჻ ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა჻ მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულმჴურვალსა჻ დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ ჰგუანდეს჻ ვითა჻ მთრვალსა჻

799. რა჻ მიეახლა჻ გარდაჴდა჻ ყმა჻ თაყვანისსცა჻ მეფესა჻ აკოცა჻ როსტან჻ მიმხვდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა჻ გულმხიარულნი჻ შუებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა჻ მის჻ ყმისა჻ მოსულა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა჻

800. მას჻ ავთანდილ჻ თაყუანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა჻ მუნ჻ ბროლი჻ და჻ ვარდგიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა჻ პირი჻ მისი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ ზესთა჻ ზესა჻ სახლსაყოფი჻ არა჻ ჰმართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა჻

801. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმობად჻ გაამრავლეს჻ სუმა჻ და჻ ჭამა჻ ყმასა჻ მეფე჻ ასრე჻ უჭურეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა჻ მათ჻ ორთავე჻ აშუენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა჻ უხუად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა჻

802. სუმა჻ გარდაჴდა჻ თავისთავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა჻ დიდებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისუეს჻ ახლოს჻ წინა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ დაეთმინა჻ მერმე჻ მისი჻ უცნობოსა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა჻

803. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ისმენდა჻ ეუბნებოდა჻ ბაგეთათ჻ გასჭურის჻ ბროლ჻ ლალი჻ მათ჻ კბილთა჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ახლოს჻ სხდეს჻ ღირსნი჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა჻ უტარიელო჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა჻ ჻

804. მას჻ ვახსენებდე჻ ნუ჻ გიკვირს჻ თქუმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა჻ მზე჻ თუ჻ ვთქვა჻ მსგავსი჻ მისი჻ და჻ ან჻ მისისა჻ სახისა჻ ვინ჻ უნახავ჻ ქნის჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა჻ ვარდი჻ დამჭკნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორსმყოფი჻ ახ჻ ისა჻

805. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან჻ ქაცვი჻ ლერწამმან჻ ზაფრანა჻ იმსგავსოს჻ ფერად჻ მინამან჻ ავანდილ჻ მისმან჻ მხსენებმან჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ მინამან჻ წურილად჻ უამბო჻ ამბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან჻

806. ქუაბნი჻ ომითა჻ წაუხმან჻ სახლად჻ აქვს჻ დევთა჻ სახლები჻ საყუარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თუით჻ ნაახლები჻ ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდად჻ უჩს჻ სტავრანახლები჻ აღარა჻ ნახავს჻ სოფელსა჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ ახალახლები჻

807. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა჻ ნახუა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თუალად჻ არ჻ დუხჭირისა჻ იამა჻ უქეს჻ ვარდისა჻ ჴელი჻ მძლედ჻ დანამჭირისა჻ ეგე჻ კმა჻ სიმჴნე჻ სიმჴნისა჻ რადღა჻ ხარ჻ მომხუეჭი჻ რისა჻

808. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბისა჻ სმენითა჻ მას჻ დღე჻ იხარებს჻ სუმითა჻ და჻ ჭამისა჻ არ჻ მოწყენითა჻ კულა჻ საწოლს჻ დახუდა჻ მას჻ მზესა჻ მუნცა჻ სიტყვითა჻ ბრძენითა჻ მისულა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქუმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა჻

809. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი჻ ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მინდორს჻ რული჻ ფერნამკრთალი჻ ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ და჻ სრული჻ ლალი჻ მაგრა჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი჻

810. მზე჻ უკადრი჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ არ჻ ნადევრი჻ წყლად჻ ეფრატსა჻ უხუად჻ ურწყო჻ ედემს჻ რგული჻ ალვა჻ მჭევრი჻ ბროლბალახშსა჻ აშუენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი჻ მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათენს჻ ბრძენთა჻ ჴამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი჻

811. ყმა჻ მხიარული჻ წინაშე჻ დასუა჻ სკამითა჻ მისითა჻ სხენან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყუისითა჻ უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყუითა჻ მქისითა჻ უთხრა჻ ჰპოვეა჻ პატიჟნი჻ ნახენ჻ ძებნითა჻ ვისითა჻

812. ჰკადრა჻ რა჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა჻ ჴსოვნა჻ არა჻ ჴამს჻ ჭირისა჻ ვით჻ დღისა჻ გარდასრულისა჻ ვჰპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა჻ მუნ჻ პირი჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერნაკლულისა჻

813. მუნ჻ სარო჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები჻ იტყუის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები჻ მით჻ ვიწვი჻ რათგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ მოუთმინები჻ მერმე჻ კულა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები჻

814. სიარულსა჻ მისგან჻ ძებნად჻ სრულ჻ პატიჟთა჻ მოსთულის჻ ჭირსა჻ მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღ~თნ჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა჻ საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩსო჻ ვით჻ ნადირსა჻ ოდენ჻ ხელი჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა჻

815. ეგონების჻ მისი჻ მკვლელი჻ იარების჻ ცრემლთა჻ მფრქვნელი჻ არ჻ შესჯერდეს჻ შემოქმედსა჻ ზღუადცა჻ მისცეს჻ საქონელი჻ ცუდად჻ შვრების჻ იარების჻ გამოჭრილა჻ ჰინდოელი჻ მიწყივ჻ უდებს჻ ცეცხლსა჻ მასვე჻ მისი჻ დამდაგველი჻

816. ნუ჻ მკითხავ჻ ქება჻ რა჻ გკადრო჻ ჩემგან჻ რა჻ გაგეგონების჻ მისსა჻ მნახავსა჻ ნახული჻ აღარა჻ მოეწონების჻ თუალი჻ მჭურეტელი჻ ვით჻ მზისა჻ ციაგსა჻ დაეღონების჻ ვარდი჻ არ჻ ქნილი჻ ზაფრანად჻ აწ჻ ია჻ შეიკონების჻

817. წურილად჻ ჰკადრა჻ რა჻ იცოდა჻ რა჻ ნახული჻ რა჻ ნასმენად჻ ვითა჻ ვეფხსა჻ წავარნა჻ და჻ ქუაბი჻ აქუსო჻ სახლად჻ მენად჻ ქალი჻ ახლავს჻ სასურველად჻ სულთა჻ დგმად჻ და჻ ჭირთა჻ თმენად჻ ვაი჻ სოფელმან჻ სოფელს჻ მყოფი჻ ყოვლი჻ დასვა჻ ცრემლთა჻ დენად჻