... (H-2074), XVI-XVII სს.

953. ოდეს჻ გნახავ჻ მხიარულსა჻ ნადირობით჻ შემოსრულსა჻ ვეღარ჻ გიჭურეტ჻ ნაბურთალსა჻ ტანსა჻ მჭეურსა჻ ჯავარსრულსა჻ ვეღარ჻ ვისმენ჻ ჴმასა჻ შენსა჻ სასმენელად჻ მე჻ მასულსა჻ აწ჻ უშენოდ჻ რაღა჻ ვუყო჻ საჯდომსა჻ და჻ სრასა჻ სრულსა჻

954. ვიცი჻ არ჻ მოგკლავს჻ შიმშილი჻ რასდომცა჻ დია჻ ირები჻ შენ჻ შენი჻ მშუილდი჻ დაგარჩენს჻ შენთა჻ ისართა჻ პირები჻ ნუთუ჻ კულა჻ ღ~თნ჻ წყალობით჻ გაგიადუილოს჻ ჭირები჻ მაგრა჻ თუ჻ მოვკუდე჻ გაზრდილო჻ ვისგანღა჻ დავიტირები჻

955. ზარი჻ გაისმა჻ შემოკრბა჻ ჯარი჻ მრავალი჻ კაცისა჻ დარბაზს჻ ხასთაგან჻ ჯარია჻ ჴელითა჻ წუერთა჻ ტაცისა჻ იგლეჯს჻ და჻ იცემს჻ ყუელაი჻ ჴმა჻ ისმის჻ თავსა჻ ტკაცისა჻ თქუეს჻ ბნელი჻ გუმართებს჻ დღეკრულთა჻ რათგან჻ მზე჻ მიგვიდრკა჻ ცისა჻

956. რა჻ მეფემან჻ დიდებულნი჻ ნახნა჻ სულთქმით჻ შემოსტირნა჻ უთხრა჻ ხედავთ჻ მზემან჻ ჩუენმან჻ შუქნი჻ სრულად჻ დაგვიძუირნა჻ რა჻ ვაწყინეთ჻ რა჻ შევსცოდეთ჻ რად჻ დაგვყარნა჻ რად჻ გაგუწირნა჻ სპანი჻ მისგან჻ დაჭირულნი჻ ვინმცაღა჻ ვით჻ დაგუიჭირნა჻

957. ყოვლნი჻ ტიროდეს჻ მოთქმიდეს჻ მერმე჻ დაწყნარდეს჻ გუიანად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ იკითხეთ჻ მარტუოა჻ ანუ჻ ყმიანად჻ მოვიდა჻ მონა჻ შერმადინ჻ მოშიშრედ჻ სირცხუილიანად჻ ანდერძი჻ ჰკადრა჻ ატირდა჻ სიცოცხლე჻ უჩნდა჻ ზიანად჻

958. მოაჴსენა჻ საწოლს჻ ვპოვე჻ ესე჻ მისგან჻ დანაწერი჻ დგეს჻ მონანი჻ ნატირებნი჻ დაეგლიჯა჻ თმა჻ და჻ წვერი჻ იგი჻ მარტო჻ გაპარულა჻ ყმა჻ არ჻ ახლავს჻ არცა჻ ბერი჻ მე჻ თუ჻ მომკლავთ჻ მემართლებით჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ შეუფერი჻

959. რა჻ ანდერძი჻ წაიკითხეს჻ კულა჻ იტირეს჻ დიდი჻ ხანი჻ მერმე჻ ბრძანა჻ მხიარულსა჻ ნუ჻ ჩაიცმენ჻ ჩემნი჻ სპანი჻ ვამლოცუელნეთ჻ დავრდომილნი჻ ობოლნი჻ და჻ ქურივნი჻ სხუანი჻ შევეწივნეთ჻ მშვიდობისა჻ ნუთუ჻ მისცეს჻ ღ~თნ჻ გზანი჻

წასვლა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

960. მთუარე჻ მზესა჻ მოეშორვოს჻ მოშორვება჻ გაანათლებს჻ რა჻ იახლოს჻ შუქი჻ დასწუავს჻ გაეყრების჻ ვერ჻ იახლებს჻ მაგრა჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ გააჴმობს჻ და჻ ფერსა჻ აკლებს჻ ჩუენ჻ ვერჭურეტა჻ საყუარლისა჻ ჭირსა჻ ძუელსა჻ გაგვიახლებს჻

961. აწყა჻ დავიწყებ჻ ამბავსა჻ მის჻ ყმისა჻ წამავლობასა჻ მივა჻ და჻ მიტირს჻ გულმდუღრად჻ ვერ჻ ვიტყუი჻ ცრემლთა჻ მცრობასა჻ წამწამ჻ მობრუნდის჻ იაჯდის჻ მისთუის჻ მზისავე჻ მზობასა჻ უჭურეტდის჻ თუალნი჻ ვერ჻ მოჴსნის჻ თუ჻ მოჴსნის჻ მიჰჴდის჻ ცნობასა჻

962. რა჻ მიეახლის჻ დაბნედად჻ ვერ჻ ჴელყუის჻ გაძრვად჻ ენისად჻ მაგრა჻ სდის჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ მსგავსად჻ დიჯლისა჻ დენისად჻ ზოგჯერ჻ დაბრუნდის჻ იჭურეტდის჻ ღონედ჻ პატიჟთა჻ თმენისად჻ რა჻ გაემართის჻ არ჻ იცის჻ მას჻ თუ჻ არბევდის჻ ცხენი჻ სად჻

963. თქუა჻ ჩემო჻ შენი჻ შორს჻ მყოფი჻ კრულია჻ ვინცა჻ დადუმდეს჻ რადგან჻ შენ჻ დაგრჩა჻ გონება჻ გული჻ შენკენვე჻ დაბრუნდეს჻ თვალთა჻ მტირალთა჻ შეხედვა჻ შენივე჻ სწადდეს჻ და჻ უნდეს჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ მოყუარე჻ რაზომცა჻ დაუზაბუნდეს჻

964. მე჻ რა჻ ვქნა჻ შენად჻ შეყრამდის჻ ანუ჻ რას჻ ვეჭუდე჻ ლხენასა჻ თავსა჻ მოვიკლავ჻ მე჻ თუცა჻ შენგან჻ არ჻ ვეჭუდი჻ წყენასა჻ მაგრა჻ შენ჻ გაწყენ჻ ჩემისა჻ არსიცოცოხლისა჻ სმენასა჻ მოდი჻ და჻ მივსცნე჻ ცოცხალმან჻ თუალნი჻ ცრემლისა჻ დენასა჻

965. ტირს჻ იტყუის჻ დადვა჻ კეშნი჻ ლახუარმან჻ ჩემთუის჻ ათმანო჻ ჰინდოთა჻ რაზმან჻ ჩემად჻ კლუად჻ თქუა჻ ესე჻ ტევრი჻ ვთხზა჻ თმანო჻ თუალთა჻ გიშერი჻ აშუენებს჻ სათმან჻ რად჻ მომკლა჻ სათმანო჻ ბაგე჻ კბილო჻ და჻ თუალწარბო჻ მომცემდი჻ პატიჟთა჻ თმანო჻

966. იტყუის჻ ჰე჻ მზეო჻ ვინ჻ ხატად჻ გთქუის჻ მზიანისა჻ ღამისად჻ ერთარსებისა჻ ერთისა჻ მის჻ უჟამოსა჻ ჟამისად჻ ვის჻ გმორჩილობენ჻ ციერნი჻ ერთი჻ იოტის჻ წამისად჻ ბედსა჻ ნუ჻ მიქცევ჻ მიაჯე჻ შეყრამდის჻ ჩემად჻ და჻ მისად჻

967. ვის჻ ხატად჻ ღ~თისად჻ გიტყუიან჻ ფილასოფოსნი჻ წინანი჻ შენ჻ მიშუელე჻ რა჻ ტყუექმნილსა჻ ჯაჭუნი჻ მაბიან჻ რკინანი჻ ბროლ჻ ბალახშისა჻ მძებნელმან჻ სათნი჻ დავჰკარგე჻ მინანი჻ მაშინ჻ ვერ჻ გავძელ჻ სიახლე჻ აწ჻ სიშორესა჻ ვინანი჻

968. ამას჻ მოთსქმიდის჻ იწვოდის჻ ვითა჻ სანთელი჻ დნებოდის჻ დაყოვნებისა჻ მოშიში჻ ისწრაფდის჻ იარებოდის჻ რა჻ შეუღამდის჻ ვარსკულავთა჻ ამოსლუა჻ იამებოდის჻ მას჻ ამსგავსებდის჻ ილხენდის჻ უჭურეტდის჻ ეუბნებოდის჻

969. მთვარესა჻ ეტყუის჻ იფიცე჻ სახელი჻ ღ~თისა჻ შენისა჻ შენ჻ ხარ჻ მომცემი჻ მიჯნურთა჻ მიჯნურობისა჻ სენისა჻ შენ჻ გაქუს჻ წამალი჻ მისისა჻ მოთმინებისა჻ თმენისა჻ მიაჯე჻ შეყრა჻ პირისა჻ შენგამო჻ შენებრ჻ მშუენისა჻

970. ღამე჻ ალხენდის჻ დღე჻ სჯიდის჻ ელის჻ ჩასლუასა჻ მზისასა჻ რა჻ წყალი჻ ნახის჻ გარდიჴდის჻ უჭურეტდის჻ ჭავლსა჻ წყლისასა჻ მას჻ თანა჻ რთვიდის჻ ნაკადსა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ტბისასა჻ კულა჻ გაემართის჻ ისწრაფდის჻ წავლასა჻ მისვე჻ გზისასა჻

971. მარტო჻ მოსთქმიდის჻ ტიროდის჻ ტანად჻ ალვისა჻ ხიანი჻ მინდორს჻ თხა჻ მოკლის჻ სადაცა჻ ადგილი჻ დახუდის჻ კლდიანი჻ შეწვის჻ ჭამის჻ და჻ წავიდის჻ პირ჻ მზე჻ გულმარიხიანი჻ იტყუის჻ დავჰყარენ჻ ვარდნი჻ და჻ აჰა჻ მე჻ ვაგლახ჻ იანი჻