... (H-2074), XVI-XVII სს.

915. ვიცი჻ ბოლოდ჻ არ჻ დამიგმობ჻ ამა჻ ჩემსა჻ გაზრახულსა჻ კაცი჻ ბრძენი჻ ვერ჻ გასწირავს჻ მოყუარესა჻ მოყუარულსა჻ მე჻ სიტყუასა჻ ერთსა჻ გკადრებ჻ პლატონისგან჻ სწავლათქმულსა჻ სიცრუე჻ და჻ ორპირობა჻ ავნებს჻ ჴორცსა჻ მერმე჻ სულსა»჻

916. რადგან჻ თავია჻ სიცრუე჻ ყოვლისა჻ უბადობისა჻ მე჻ რად჻ გავწირო჻ მოყუარე჻ ძმა჻ უმტკიცესი჻ ძმობისა჻ არა჻ ვიქ჻ ცოდნა჻ რას჻ მარგებს჻ ფილასოფოსთა჻ ბრძნობისა჻ მით჻ ვისწავლებით჻ მოგუეცეს჻ შერთვა჻ ზესთ჻ მწყობრთა჻ მწყობისა჻

917. წაგიკითხავს჻ სიყუარულსა჻ მოციქულნი჻ რაგუარ჻ სწერენ჻ ვით჻ იტყუიან჻ ვით჻ აქებენ჻ ცან჻ ცნობანი჻ მიაფერენ჻ სიყუარული჻ აღგუამაღლებს»჻ ვით჻ ეჟუანი჻ ამას჻ ჟღერენ჻ შენ჻ არ჻ ჯერხარ჻ უსწავლელნი჻ კაცნი჻ რადმცა჻ შეაჯერენ჻

918. ვინ჻ დამბადა჻ შეძლებაცა჻ მანვე჻ მომცა჻ მძლევად჻ მტერთად჻ ვინ჻ არს჻ ძალი჻ უხილავი჻ შემწედ჻ ყოვლთა჻ მიწიერთად჻ ვინ჻ საზღუარსა჻ დაუსაზღვრებს჻ ზის჻ უკუდავი჻ ღ~თი჻ ღმერთად჻ იგი჻ გაჰჴდის჻ წამისყოფით჻ ერთსა჻ ასად჻ ასსა჻ ერთად჻

919. რაცა჻ ღმერთსა჻ არა჻ სწადდეს჻ არა჻ საქმე჻ არ჻ იქნების჻ მზისა჻ შუქთა჻ ვერ჻ მჭურეტელი჻ ია჻ ხმების჻ ვარდი჻ ჭკნების჻ თუალთა჻ ტურფა჻ საჭურეტელი჻ ყუელა჻ რამე჻ ეშუდინების჻ მე჻ ვით჻ გავსძლო჻ უმისობა჻ ან჻ სიცოცხლე჻ ვით჻ გეთნების჻

920. რაზომცა჻ სწყრები჻ შემინდევ჻ შეცვლა჻ თქუენისა჻ მცნებისა჻ ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუექნილსა჻ მე჻ მაგისისა჻ თნებისა჻ აწ჻ წასულა჻ იყო჻ წამალი჻ ჩემთა჻ საჴუმილთა჻ გზნებისა჻ სადა჻ გინდ჻ ვიყო჻ რა჻ მგამა჻ ყოფამცა჻ მქონდა჻ ნებისა჻

921. არას჻ გარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლო჻ ცრემლთა჻ დენა჻ არ჻ გარდავა჻ გარდუვალად჻ მომავალი჻ საქმე჻ ზენა჻ წესი჻ არის჻ მამაცთაგან჻ მოჭირვება჻ ჭირთა჻ თმენა჻ არვის჻ ძალუცს჻ ჴორციელსა჻ განგებისა჻ გარდავლენა჻

922. რაცა჻ ღმერთსა჻ გაუგია჻ თავსა჻ ჩემსა჻ გარდასავლად჻ გარდამჴდეს჻ და჻ შემოვიქცე჻ აღარ჻ დამრჩეს჻ გული჻ ავლად჻ თქუენვე჻ გნახნე჻ მხიარულნი჻ დიდებით჻ და჻ დავლამრავლად჻ მას჻ რა჻ ვარგო჻ დიდებად჻ და჻ კმარის჻ ესე჻ ჩემად჻ დავლად჻

923. მეფეო჻ ესე჻ თათბირი჻ მომკალ჻ ვინ჻ დამიწუნოსა჻ მეფეო჻ ნუთუ჻ წასულამან჻ თქუენ჻ ჩემმან჻ დაგაჭმუნოსა჻ ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ უზამ჻ საქმესა჻ საძაბუნოსა჻ პირისპირ჻ მარცხვენს჻ ორნივე჻ მივალთ჻ მას჻ საუკუნოსა჻

924. არ჻ დავიწყება჻ მოყურისა჻ აროდეს჻ გუიზამს჻ ზიანსა჻ ვჰგმობ჻ კაცსა჻ უაუგოსა჻ ცრუსა჻ და჻ ღალატიანსა჻ ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ ვუზამ჻ მას჻ ჴელმწიფესა჻ მზიანსა჻ რა჻ უარეა჻ მამაცსა჻ სულდიდსა჻ წასლვაგუიანსა჻

925. რა჻ უარეა჻ მამაცსა჻ ომშიგან჻ პირისმჴმეჭელსა჻ შედრეკილშეშინებულსა჻ და჻ სიკვდილისა჻ მეჭუელსა჻ კაცი჻ ჯაბანი჻ რათა჻ სჯობს჻ დიაცსა჻ ქსლისა჻ მბეჭუელსა჻ სჯობს჻ სახელისა჻ მოხუეჭა჻ ყოველსა჻ მოსახვეჭელსა჻

926. ვერ჻ დაიჭირავს჻ სიკვდილსა჻ გზა჻ ვიწრო჻ ვერცა჻ კლდოვანი჻ მისგან჻ გასწორდეს჻ ყოველნი჻ სუსტი჻ და჻ ძალგულოვანი჻ ბოლოდ჻ შეყარნეს჻ მიწამან჻ ერთგან჻ მოყმე჻ და჻ მჴცოანი჻ სჯობს჻ სიცოცხლესა჻ ნაზრახსა჻ სიკუდილი჻ საჴელოვანი჻

927. მერმე჻ ვიშიშუი჻ მეფეო჻ თქვენად჻ კადრებად჻ ამისად჻ სცთების჻ და჻ სცთების჻ სიკვდილსა჻ ვინ჻ არ჻ მოელის჻ წამისად჻ მოვა჻ შემყრელი჻ ყოველთა჻ ერთად჻ დღისა჻ და჻ ღამისად჻ თუ჻ ვერა჻ გნახე჻ ცოცხალმან჻ სიცოცხლე჻ მქონდა჻ ჟამისად჻

928. თუ჻ საწუთრომან჻ დამამჴოს჻ ყოველთა჻ დამამჴობელმან჻ ღარიბი჻ მოვკვდე჻ ღარიბად჻ ვერ჻ დამიტიროს჻ მშობელმან჻ ვეღარ჻ შემსუდრონ჻ დაზრდილთა჻ და჻ ვერცა჻ მისანდობელმან჻ მუნ჻ შემიწყალოს჻ თქუენმავე჻ გულმან჻ მოწყალემლმობელმან჻

929. მაქუს჻ საქონელი჻ ურიცხვი჻ ვერუისგან჻ ანაწონები჻ მიეც჻ გლახაკთა჻ საჭურჭლე჻ ათავისუფლე჻ მონები჻ შენ჻ დაამდიდრე჻ ყოველი჻ ობოლი჻ არას჻ მქონები჻ მიღუწიან჻ მომიგონებენ჻ დამლოცვენ჻ მოვეგონები჻

930. ღმერთსა჻ მვედრებდა჻ მრავალი჻ გლახაკი჻ გულმჴურვალები჻ დამჴსნას჻ ჴორცთა჻ და჻ სოფელსა჻ ნუმცა჻ რად჻ შევიცვალები჻ კულა჻ ცეცხლი჻ ჯოჯოხეთისა჻ ნუმცა჻ მწუავს჻ იგი჻ ალები჻ ჻ მომცეს჻ მკუიდრივე჻ მამული჻ მუნ჻ ჩემი჻ სასურვალები჻

931. დამხსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათელი჻ შემმოსოს჻ ზესთაზენისა჻ მუნ჻ დამაუნჯოს჻ წამალი჻ სადა჻ ძეს჻ სულთა჻ ლხენისა჻ ჩემი჻ არ჻ ჰქონდეს჻ შეძლება჻ სოფლისა჻ მღილთა჻ კბენისა჻ ფრთენი჻ მომესხნენ჻ და჻ ძალი჻ მომეცეს჻ აღმაფრენისა჻

932. რაცა჻ თქუენთვინ჻ არ჻ ვარგიყოს჻ საჭურჭლესა჻ დასადებლად჻ მიეც჻ ზოგი჻ ჴანაგათა჻ ზოგი჻ ჴიდთა჻ ასაგებლად჻ ნურა჻ ნუ჻ გშურს჻ საქონელი჻ ჩემი჻ ჩემთუის჻ წასაგებლად჻ შენგან჻ კიდევ჻ არვინ჻ მივის჻ ცეცხლთა჻ ჩემთა჻ დამავსებლად჻

933. ამას჻ იქით჻ ჩემგან჻ ჩემი჻ ამბავიცა჻ არ჻ გეცნევის჻ ამად჻ გვედრებ჻ სულსა჻ ჩემსა჻ წიგნი჻ გკადრებსარ჻ გეთნევის჻ არას჻ მარგებს჻ ეშმაკისა჻ საქმეთაგან჻ დაეძლევის჻ შემინდევ჻ და჻ შემივედრე჻ მკუდარსა჻ რაღა჻ გარდმეჴდევის჻

934. გვედრებ჻ მეფეო჻ შერმადინს჻ მონასა჻ ჩემსა჻ რჩეულსა჻ ჻ ნაკად჻ აქუს჻ ჭირი჻ სამისოდ჻ ამ჻ წელიწადსა჻ წლეულსა჻ ჻ ნუგეშინისეც჻ წყალობით჻ ჩემგან჻ წყალობა჻ ჩუეულსა჻ ნუ჻ დაადინებ჻ თუალთაგან჻ ცრემლსა჻ სისხლითა჻ ფრქვეულსა჻