... (Q-1369), 1823 წ.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

799. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე შენ ვაზირი გულისგული

800. თუ რად მახსნს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქუამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესეგვარსა ნუოდის იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყუა გააკულავდე

801. კულავ მოახსენა ვაზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კულავ ამის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

802. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვთქჳ მასცა ვინანი

803. რა ვაზირი არ შევიდა კულავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქუა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

804. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქმნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვაზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

805. კულავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

806. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტისმეტნი მოსთქუამს იტყვის ვა გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა მხოკით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

807. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

808. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მას რულსა აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

809. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რასომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუ თუ კულავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

810. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღეკრულთა რათგან მზე მიგვიდრკა ცისა

811. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

812. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

813. მოახსენა საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მომკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

814. რა ანდერძი წაიკითხეს კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხუანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცეს გზანი

815. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

816. აწღა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოჰხსნნის თუ მოჰხსნნის მიჰხდის ცნობასა

817. რა მიეახლის დაბნედად ვერ ხელ ყვის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად