... (Q-1369), 1823 წ.

742. ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მომკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვაზირად არად ვარგხარ არცა სხუად რად

743. ჴამსა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყუა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

744. კულავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

745. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრნა კედელსა შეალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

746. ვეზირმან გლახ გამოჰრიდნა მართ ვეღარას ვერ იწრწინვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

747. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხუა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძი ვითა გაისვენოს

748. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვა კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

749. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

750. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

751. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხუასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს ჭირი არ გამცუდებია

752. ყმამან უთხრა შენთვის წყრომა მემცა განა დამიმძიმდა მაგრა ქრთამი რადღა გმართებს გაიცინნა გაცაღიმდა შენ ადამი გაგიმეშდა ართუ მეში გიადიმდა რა აქიმი დასნეულდეს ვისთვის ვინმცა გააქიმდა

753. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

754. მოვახსენებ ერთხელ კულავცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების

755. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამასმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

756. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრაატლასი უხვმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი თვალი ლალიაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

757. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

758. მე ვითა ვთქუა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა მოხმარება ჰგავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილთანა ოდეს გაიპარა

759. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი

760. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყუა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაც ა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა