... (Q-1369), 1823 წ.

914. ავთანდილ მეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგე ა სიტყუა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კულავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულდათესულისა

915. ღმერთსამცა ესე რად ექნა ეგეთნი დაებადენით არღა შეგყარნა გაგყარნა თვალნი ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გაჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეთ მე სულნი ამომხადენით

916. ნეტარ მამაცთ სხუა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია თუცა სოფელი ძვირია რასცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

917. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმარის სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხუა ვიუბნო რაღა მრავლად

918. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთრვალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო რად მოველო ჯაბანხრდლურად

919. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ იქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

920. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდიარ მოჰკვდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

921. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდიეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა

922. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

923. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

924. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყუა გამეტადდეს არ მომისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

925. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მომხვდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა1194

926. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კვლაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხუა უმატა ჭირსა ჭირი

927. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე რაგვარ ძნელია

928. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა თავნი მხეცთავე ალამნეს

929. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი ვა სიცოცხლისა თმენანი

930. მათ ყმათა მუნით წასრულთა იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს კვლა ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს იმგლოვიარეს

931. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა

932. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახე ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

933. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა