... (Q-1369), 1823 წ.

703. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი ვერცა პატრონი რომელი

704. რა გულსა უთხრა გულისა სიტყუანი საგულისონი მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამნი მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დასდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

705. რა გათენდა კაცი მოვა მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

706. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყუა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

707. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი

708. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა

709. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა რაც ა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა

710. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვასა არ ღირსვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

711. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კულავ გულსა ეტყვის დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავსთმოთ რა ვქმნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

712. კულავ იტყვის გულო რასთენცა გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გიჩნდეს შენი ცეცხლისა კულავ დება ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი და ხვეწნა

713. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე

714. ვეზირმან ცნა გაეგება ჩემს ა მზეო ამოსრული ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყვანის სცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ყრმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან

715. უქმანხამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული ფერხთა ქუეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი გაანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქუეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან

716. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

717. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების გაიგონენ ჭირი ჩემი მკურნე რაცა მეკურნების

718. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მისისა მჭირს მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა უშურველისა

719. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რათგან დასწვავს მოახლეთა ღმერთსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა

720. ოდეს წამოვე შევჰფიცე ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასვლისა მით მწვავს ცეცხლითა ნელითა

721. ყოველსავე მართლად გითხრობ არ სიტყუასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მივსულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა