... (Q-1369), 1823 წ.

838. ჩემთჳს გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა დავვიწყებივარ სიკვდილსა ნახეთ ნაქმარი ბედისა

839. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია

840. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბრჭე რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

841. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ

842. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმერთი და ღმერთულებრ ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა რაღასა მოველი

843. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზივარ პირითა მქისითა

844. და მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყუა დავაღადრო წავალ ვძებნი ანუ ვჰპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

845. ამის მეტი აღარა თქუა ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

846. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვკვდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი

847. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხუა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

848. კულავ იტყვის მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკვიანისა რა მჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა

849. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უზახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭვუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

850. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად მემასწარ ამა ბედსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაეხოცნა

851. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიანჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქუა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

852. რა შეხედა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი განანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა მჭვრეტად მათდა

853. რა ტარიელ დაინახა განაღამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

854. ერთკენ უცს ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული კულავ სხუაგნით ვეფხი უსულო მკვდარი ქვედანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

855. თუალთა ახუმაცა ზარედვა სრულად მიჰხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკვდილსა მოჰშორვებოდა ნობასა ყმა სახელდებით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა