... (Q-1369), 1823 წ.

722. რამცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა

723. ჰკადრე ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღმერთმან თქვენმანვე სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

724. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს უგულოსა აქა ხელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხვალემ თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

725. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას რაცა ღმერთსა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენკე დავებრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ თქვენი მტერი დაძაბუნდეს

726. კულავ პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყუა შევამცირეო წა ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

727. ვაზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

728. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მომკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

729. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მომკლავს ეგე სიტყუა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი ეგეთიო სჯობს სიკვდილი აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

730. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

731. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ხამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხუაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

732. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

733. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ხელსა რასა მხდიან აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვეტლად ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმცა გარდუხდიან

734. ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ხამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეიჰუნიც თვალთა მდინდეს მამეხმარე ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

735. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლსა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

736. ვაზირმან თქუა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა ზოგჯერ თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვჰკვდე არა მგამა ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების

737. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა

738. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა ვიციო მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მომკლათ რა გესმათ ამბავი გაკვირვებული

739. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

740. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კულავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგვარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა რისხუანი ჩემთვის იანასდენითა

741. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაავცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხუამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა