ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

603. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე: ჴელი ნავისა ბაგესა჻ ზღვასა დავანთქე დავჰჴოცე: ომიმცა რაღა აგესა჻ სხვანი გამექცეს მიმართეს: მათ მათსა საქულბაგესა჻ ვინცა მიჭურეტდის უკჳრდა: მაქებდეს არ მაძაგესა჻

604. ზღვა გავიარეთ გავედით: შემოგვიტივეს ცხენია჻ კვლავ შევიბენით შეიქნა: ომისა სიმარცხენია჻ მუნ მამეწონეს ფრიდონის: სიქველე სიფიცხენია჻ იბრძვის ლომი და პირად მზე: იგი ალვისაც ხენია჻

605. თვით ორნივე ბიძა ძენი: მისნი ჴლმითა ჩამოყარნა჻ ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს: იგი ასრე ასაპყარნა჻ მოიყუანნა მჴარ დაკრულნი: ერთმან ორნი არ დაყარნა჻ მათნი ყმანი გაამტირნა: მისნი ყმანი ამაყარნა჻

606. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს: ვეცენით გაცავჰფანტენით჻ ფიცხლად წაუღეთ ქალაქი: არ თავნი გავაზანტენით჻ ქვითა დავლეწეთ წვივები: ჩვენ იგი გავანატენით჻ მამკალით ლარი დალიოთ: ან აკიდებით ან ტენით჻

607. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი: და ბეჭედნი მისნი დასხნა჻ თვით ორნივე ბიძის ძენი: დაპყრობილნი წამოასხნა჻ მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი: მოღვარნა და ველთა ასხნა჻ ჩემი თქუეს თუ ღ~თსა მადლი: ვინ ალვისა ხენი ასხნა჻

608. მივედით მოქალაქეთა: ზარი ჩნდა რომე ზმიდიან჻ აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა: გულსა მუნ დააბმიდიან჻ მე და ნურადინს ყუელანი: ქებასა შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან: ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან჻

609. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და: მიჴმობდეს მეფეთ მეფობით჻ თვით თავსა მათსა მონად და: ჩემსა ყუელასა სეფობით჻ დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს: ვეროდეს ვარდის მკრეფობით჻ ჩემი ვერ ცნიან ამბავი: მუნ იყო არ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო჻

610. დღესა ერთსა მე და მეფე: ნადირობას გამოვედით჻ ზღვასა ზედა წაწურვილსა: ქედსა რასმე გარდავდეგით჻ ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე: ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით჻ ერთი რამე საკვირველი: მე ვნახეო ამა ქედით჻

611. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყჳს: მართ ამბავსა ესოდენსა჻ დღე ერთ მწადდა ნადირობა: შევჯე ამა ჩემსა ცხენსა჻ ზღვასა შიგან იხვსა ჰგვანდა: ჴმელთა ზედა შავარდენსა჻ აქა ვდეგ და თვალს უგებდი: ქორსა იქით განაფრენსა჻

612. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი: წავსდგომოდი ამა გორსა჻ ზღვასა შიგან ცოტა რამე: დავინახე თუცა შორსა჻ ეგრე ფიცხლად სიარული: არას ძალ აქვ მისსა სწორსა჻ ვერად ვიცან გონებასა: გავეკვირვეამად გორსა჻

613. ვთქჳ რაა რასა ვამგზავსო: მფრინველია ანუ მჴეცი჻ ნავი იყო არ ეფარა: სამოსელი მრავალკეცი჻ წინა კაცნი მოზიდვიდეს: თვალი ამად დავაცეცი჻ მთვარე უჯდა კიდობანსა: ცა მეშვიდე მასცა ვეცი჻

614. ამოძვრნეს ორნი მონანი: შავნი მართ ვითა ფისანი჻ ქალი გარდმოსვეს სისხონი: ვნახენ მისისა თმისანი჻ მას რომე ელვა ჰკრთებოდა: ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი჻ მან გაანათლა ქუეყანა: გაცუდდეს შუქნი მზისანი჻

615. სიხარულმან ამაჩქარა: ამათრთოლა დაცამლეწა჻ იგი ვარდი შემიყვარდა: რომე თვალსა იახეწა჻ დავაპირე შეტევება: ვთქჳ წავიდე მათკე მე წა჻ ჩემსა შავსა სულიერსა: რამცა ვითა გარდეხვეწა჻

616. ცხენი გავჰქუსლე იქმოდეს: შამბი ჴმასა და ხრიალსა჻ ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს: რაზომცა ვსცემდი წრტიალსა჻ ზღვის პირსა მიველ შევხედენ: ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა჻ გამშორვებოდეს წამსლვოდეს: ამისთვის დავეწვი ალსა჻

617. ესე მესმა ფრიდონისგან: მამემატა ცეცხლთა სიცხე჻ ცხენისაგან გარდავიჭერ: თავი სრულად გავიკიცხე჻ ჩემთა ღაწუთა დანადენი: მე ჩემივე სისხლი ვიცხე჻ მამკალ თუცა უჩემოსა: ენახოსმცა ვისცა ის ხე჻

618. ესე ჩემგან გაუკჳრდა: ფრიდონს მეტად ეუცხოა჻ მაგრა მეტად შევებრალე: ტირილითა მესათნოვა჻ ვითა შვილი დამადუმა: მემუდარა მესათნოვა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარმომთოვა჻

619. ვაგლახმეო რა გიამბე: ფათერაკად მცდარმან შმაგად჻ მოვახსენე ნურა გაგვა: ნუ ინაღვლი მაგას მაგად჻ იგი მთვარე ჩემი იყო: მით მედების ცეცხლი მდაგად჻ აწ გიამბობ რადგან თავი: გინდა ჩემად ამხანაგად჻

620. ფრიდონს უთხარ ყველაკაი: ჩემი თავსა გარდასრული჻ მან მითხრა თუ რას ვიტყოდი: მოცთომილი გაბასრული჻ შენ მაღალი ინდოთ მეფე: ჩემსა რადმე ხარ მოსრული჻ საჴელმწიფო საჯდომი და: ტახტი გმართებს სრაცა სრული჻

621. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი: საროს მორჩსა ტანად უხებს჻ მას ლახვარსა მოაშორვებს: თუცა პირველ გულსა უხებს჻ იგი მოგვცემს წყალობასა: მისსა ზეცით მოგვიქუხებს჻ ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს: არათ ოდეს შეგვაწუხებს჻