ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

487. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი: წეღან გშვენოდეს ვეჭუ჻ რა მნახო გიამოს: შენეულითა მშვენოდეს჻ ესე სამკლავე შეიბი: თუ ჩემი გაღაგვლენოდეს჻ ერთი ასეთი ცოცხალსა: სხვა ღამე არ გაგთენოდეს჻

488. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ: ტირს ჭირი ეათასების჻ თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი: კვლა წინას მკლავსა მას ების჻ იგი შეიხსნა მოიღო: თვალვით არ დაიფასების჻ პირსა დაიდვა დაცაბნდა: ქვე მკვდართა დაედასების჻

489. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა: მკვდარი სამარის კარისა჻ ორგნით ჩანს ლები მჯიღისა: მართ გულსა გარდნაკარისა჻ ასმათს სდის ღვარი ცრემლისა: ღაწვთაგან ნახოკარისა჻ კვლა წყალსა ასხამს უშველის: ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა჻

490. ავთანდილცა სულთქნა მწარედ: დაბნედილსა შემოსჭურიტნა჻ ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან: მისმან ქვანი ჴვრიტნა჻ მერმე სულად მოაქცია: და სამჴილი დაუშრიტნა჻ თქვა ცოცხალვარ საწუთრომან: ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა჻

491. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი: აყოლებდა თვალთა რეტად჻ ვარდი სრულად შექნილიყო: ზაფრანად და ვითა სპეტად჻ დიდხან მათად აღარ სცალდა: საუბრად და არცა ჭურეტად჻ დარჩომა და არ სიკვდილი მას: უმძიმდა მეტის მეტად჻

492. ავთანდილს უთხრა ისმენდი: ცნობა მიც ვითა ხელისა჻ გითხრა ამბავი ჩემი და: ჩემისა დამმარხველისა჻ ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა: მის შენგან შეუყრელისა჻ მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე: ასრე დარჩომა მრთელისა჻

493. ასმათის ნახვა მიამა :ჩემად მის საესავისა჻ წიგნი რა ვნახე მამართვა: ესე საბამი მკლავისა჻ მკლავსა შევიბი მაშინვე: მოვიხსენ რიდე თავისა჻ იგი უცხოა ღარიბი :მტკიცისა რისმე შავისა჻

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი პასუხად჻

494. მიუწერე მზეო შუქი: შენი შენგან მონაფენი჻ გულსა მეცა გამიცუდდეს: სიჩაუქე სიალფენი჻ ხელმან შენნი გავიცადენ: სინატიფე სიტურფენი჻ სულთა ნაცულად სამსახურნი: რამცა ვითა გიმუქფენი჻

495. მაშინ ოდეს დამარჩინე: სულთა სრულად არ გამყარე჻ აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი: მასვე ჟამსა დავადარე჻ სამჴრე შენი მამივიდა: შემოვიბი მკლავსა გარე჻ რომე მართებს სიხარული: ეგზომიმცა რა ვიხარე჻

496. განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე რომე მთხოვე჻ ყაბაჩაცა ასეთივე: ამისებრი ვერა ჰპოვე჻ დაბნედილსა ნუ დამაგდებ: მიშველე რა მარგე მოვე჻ სოფელს მყოფსა უშენოსა: კაცსა ვისმცა შევეპოვე჻

497. ქალი ადგა გამეყარა: დავწევ ამოდ დამეძინა჻ მაგრა შევჰკრთი საყუარელი: ჩემი ვნახე ძილსა შინა჻ გამეღვიძა აღარა მყუა: სულდგმულობა მამეწყინა჻ ღამე ასრე გავათენე: მისი ჴმაცა არ მესმინა჻

498. დილასა ადრე სრას მიჴმეს: დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა჻ ავდეგ ვსცან მათი ამბავი: წასლვა ვჰქენ მითვე წამითა჻ ვნახე ორნივე ერთგან სხდეს: სახითა ოდენ სამითა჻ რა მიველ მითხრეს დაჯდომა: წინაშე დავჯე სკამითა჻

499. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე: დაგვაბერნა დაცაგვლია჻ ჟამი გვახლავს სიბერისა: სიყმაწვილე გარდგვივლია჻ ყმა არ მოგვცა ქალი გვივის: ვისგან შუქი არ გვაკლია჻ ყმისა არ სმა არა გვაგვა: ამად ზედან წაგვითვლია჻

500. აწ ქალისა ჩვენისათვის: ქმარი გვინდა სად მოვნახოთ჻ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი: სახედ ჩვენად გამოვსახოთ჻ სამეფოსა ვაპატრონოთ: საჴელმწიფო შევინახოთ჻ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა: ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ჻

501. ვთქჳ თქვენი ძისა არა სმა: გულსა ვით მიეფარების჻ მაგრა კმა ჩვენად იმედად: ვინ მზესა დაედარების჻ ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ: მას დიდად გაეხარების჻ სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით: მაგას რა მოეგვარების჻

502. დავიწყეთ რჩევა საქმისა: გული უც თუცა მელია჻ ვთქჳ ჩემგან დაშლა ამისი: არ ითქმის არ საქმნელია჻ მეფემან ბრძანა ხვარაზმშა: ჴელმწიფე ხვარაზმელია჻ თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ: მისებრივ არ რომელია჻

503. რომე პირველვე დაესკვნა: მათ ესე შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა უჭურეტდეს: სიტყუაცა აგრე სწბებოდა჻ ჩემგან დაშლისა კადრება: მართ ამბად არ ეგებოდა჻ ოდენ დავმიწდი დავნაცრდი: გული მი და მო ჰკრთებოდა჻

504. დედოფალმან თქუა ხვარაზმშა: მეფეა მორჭმით მჯდომელი჻ მათსამცა შვილსა სასიძოდ: ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი჻ შეცილებამცა ვით ჰკადრე: რადგან თვით იყვნეს მდომელნი჻ მოწმობა დავრთე დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი჻

505. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას: წინა შვილისა მთხოველი჻ შესთვალეს გახდა უმკჳდროდ: სამეფო ჩვენი ყოველი჻ არს ერთი ქალი საძეო: არ კიდე გასათხოველი჻ თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ: სხვასა ნუღარას მოელი჻