ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

642. ესე ქვაბნი უკაცურნი: ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს჻ შემოვები ამოვწყჳტენ: ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს჻ მათ მონანი დამიჴოცეს: ჯაჭუნი ავად მოექაფნეს჻ საწუთრომან დამაღრიჯნა: ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს჻

643. დევთა ყჳრილი ზახილი: ზე ცამდის აიწეოდა჻ მათისა ლახტის ცემითა: ქვეყანა შეირყეოდა჻ მზე დააბნელეს მტვერითა: ალვის შტო შეირხეოდა჻ ასი ერთ კერძო მამიჴდეს: დავჰფრიწე დაიხეოდა჻

644. აჰა ძმაო მაშინდიდგან: აქა ვარ და აქა ვკვდები჻ ხელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვჰტირ და ზოგჯერ ვბნდები჻ ესე ქალი არ დამაგდებს: არს მისთვისვე ცეცხლ ნადები჻ ჩემად ღონედ სიკვდილისა: მეტსა არას არ ვეცდები჻

645. რომე ვეფხი შვენიერი: სახედ მისად დამისახავს჻ ამად მიყვარს ტყავი მისი: ჩემთვის კაბად მამინახავს჻ ესე ქალი შემიკერავს: ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს჻ რადგან თავი არ მამიკლავს: ჴრმალი ცუდად მომიმახავს჻

646. მისსა ვერ იტყვის ქებასა: ყოველი ბრძენთა ენები჻ მას დაკარგულსა ვიგონებ: მე სიცოცხლისა მხსენები჻ მას აქათ ვახლავ ნადირთა: თავსა მათებრვე მჴსენები჻ სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან: ვარ სიკვდილისა მქენები჻

647. პირსა იცა გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აახეწა჻ ლალი ქარვად გარდაიქცა: ბროლი სრულად დაილეწა჻ ავთანდილსცა ცრემლი წასდის: წამწამთაგან ერთსახე წა჻ მერმე ქალმან დაადუმა: მუჴლ მოყრილი შეეხვეწა჻

648. ტარიელ უთხრა ავთანდილს: ასმათის დადუმებულმან჻ შენ ყველაკაი გაამე: მე ვერას ვერ ამებულმან჻ გიამბე ჩემი ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან჻ აწ წადი ნახე შენი მზე: ნახვისა მოჟამებულმან჻

649. ავთანდილ უთხრა მე შენი: გაყრა არ მამეთმინების჻ თუ გაგეყრები თვალთაგან: ცრემლიცა დამედინების჻ მართალსა გითხრობ ამისი: კადრება ნუ გეწყინების჻ შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა: მას არა არ ელხინების჻

650. რა აქიმი დასნეულდეს: რაზომ გაინდა საქებარი჻ მან სხვა უჴმოს მკურნალი და: მაჯისა შემტყუებარი჻ მან უამბოს რაცა სჭირდეს: სენი ცეცხლთა მამდებარი჻ სხვისა სხვამან უკეთ იცის: სასარგებლო საუბარი჻

651. რაცა გითხრა მომისმინე: ბრძენი გეტყვი არა ხელი჻ ასი გმართებს გაგონება: არ გეყოფის არ ერთხელი჻ კარგად ვერას ვერ მოავლენს: კაცი აგრე გულ ფიცხელი჻ აწ მე მინდა ნახვა მისი: ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი჻

652. იგი ვნახო სიყვარული: მისი ჩემთვის დავამტკიცო჻ მოვახსენო რაცა მეცნას: მეტი საქმე არა მიცო჻ შენ გენუკვი შემაჯერო: ღ~თი იღთო ცაცა იცო჻ ერთმანერთი არ გავსწიროთ: მაფიცო და შემომფიცო჻

653. რომე აქათ არ წახვიდე: შენ თუ ამას შემიპირო჻ მეცა ფიცით შეგაჯერებ: არასათვის არ გაგწირო჻ კვლავ მოვიდე შენად ნახვად: შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო჻ ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები: მისთვის აგრე არ გატირო჻

654. მან მიუგო უცხოს უცხო: ეგრე ვითა შეგიყვარდი჻ გასაყრელად გეძნელები: იადონსა ვითა ვარდი჻ რაგვარამცა დაგივიწყე: რაგვარამცა უკუმქარდი჻ ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო: ალვა მორჩი განაზარდი჻

655. პირი შენი ნახვად ჩემად: თუ მობრუნდეს ტანი ითხოს჻ გული მინდორს არ გაიჭრას: არ ირმოს არცა ითხოს჻ თუ გიტყუო მოგაღორო: ღ~თნ რისხვით გამიკითხოს჻ შენმა ჭურეტა სიახლემან: მამაქარვოს სევდა მითხოს჻

656. ამას ზედა შეიფიცნეს: მოყვარენი გულ სადაგნი჻ იაგუნდნი ქარვის ფერნი: სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი჻ შეუყვარდა ერთმანერთი: სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი჻ მას ღამესა ერთგან იყვნენ: შვენიერნი ამხანაგნი჻

657. ავთანდილცა მასვე თანა: ტიროდა და ცრემლი ღვარა჻ რა გათენდა წამოვიდა: აკოცა და გაეყარა჻ ტარიელს თუ ვით ეწყინა: რა ქმნას ამას ვერ მიმხუდარა჻ ავთანდილცა ჩატიროდა: შამბი შიგან ჩაიარა჻

658. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა: ზენარით ეუბნებოდა჻ მუჴლთა უყრიდა ტიროდა: თითითა ეხვეწებოდა჻ ადრე მოსლვასა ვედრებდა: მართ ვითა ია ჭნებოდა჻ მან უთხრა: დაო უთქვენოდ: სხვა რამცა მეგონებოდა჻

659. ადრე მოვალ არ გაგწირავ: არას დავზამ შინა ხანსა჻ ოდენ სხვაგან არ წავიდეს: ნურსად არებს იმა ტანსა჻ აქათ ორ თვე არ მოვიდე: ვიქმ საქმესა დაუგვანსა჻ შეიგენით მივცემივარ: ჭირსა რასმე თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა჻

660. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა჻ პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს: ჴელი მისი გაამხოკლა჻ სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა჻ მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა჻