ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

526. ვთქჳ ამითა ვეღარას ვიქ: ღონე სხვა რა მოვიგვარო჻ თავსა უთხარ ნუ მოგიცავ: გონებაო მრავალ გვარო჻ მედვა გული მჴეცისაებრ: ათასჯერცა მინდორს ვარო჻ ვისმცა მივსცე თავი შენი: შენვე რად მე არ წამგვარო჻

527. სულთა ვჰყიდდი გულისათვის: კოშკი ამად გამებაზრა჻ იგი წვიმა დარენელდა: რომე პირველ ვარდს ახრა ვნახე ძოწსა მარგალიტი: გარე ტურფად მოემაზრა჻ მიბრძანა თუ ეგე საქმე: მეცა მართლად თვით მეაზრა჻

528. არ დავიჯერებ მე შენსა: ღალატსა ორგულობასა჻ უარის ქნასა ღ~თისასა: ამისთვის არ მადლობასა჻ იაჯდი თავსა ჩემსა და: მორჭმით ინდოეთს ფლობასა჻ მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ: სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა჻

529. მე ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი გამქისებული჻ ანუ მზე იყო ქუეყანად: ან მთვარე პირ გავსებული჻ ახლოს დამისვა დამიტკბა: აქამდის არ ღირსებული჻ მეუბნებოდა, დამივსო: ცეცხლი ამითა გზებული჻

530. მიბრძანა თუ გონიერი: ჴამს აროდეს არ აჩქარდეს჻ რაცა სჯობდეს მოაგვაროს: საწუთროსა დაუწყნარდეს჻ თუ სასიძო არ მოუშვა: ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს჻ შენ და ისი წაიკიდნეთ: ინდოეთი გარდაჰქარდეს჻

531. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ: მე შემირთავს იყოს ასდენ჻ ერთმანერთსა გავეყარნეთ: ძოწეული გაგვიფლასდენ჻ მათ მორჭმულთა მოივლინონ: ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ჻ ეგე ამბვად არ ეგების: რომე სპარსნი გაგვიხასდენ჻

532. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს: მის ყმისა შენი ქმარობა჻ რა შემოვიდენ ინდოვეთს: შევიგნა მათი გმირობა჻ უჩვენო ჩემი ძალ გული: და ჩემი ჭანგ მახვილობა჻ ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს: აღარას არ საჴმარობა჻

533. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი: დიაცურად საქმე დედლად჻ დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ: ვერ ვიქმნები შუა კედლად჻ რა მოვიდეს სიძე მოკალ: მათთა სპათა აუწყვედლად჻ ქნა მართლისა სამართლისა: ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად჻

534. ასრე ქენ ჩემო ლომო და: მჯობო ყოველთა გმირთაო჻ მიპარვით მოკალ სასიძო: ლაშქართა ნუ მოირთაო჻ მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც: ზროხათა ვითა ვირთაო჻ დიადი სისხლი უბრალო: კაცმანცა ვით იტვირთაო჻

535. იგი რა მოჰკლა ეუბენ: პატრონსა ჩემსა მამასა჻ ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ: ინდოეთისა ჭამასა჻ ჩემია მკვიდრი მამული: არ მივსცემ არცა დრამასა჻ არ დამეჴსნები გაგიჴდი: ქალაქსა ვითა ტრამასა჻

536. ჩემი ყოლა ნურა გინდა: სიყვარული ნუმცა ნდომა჻ ამით უფრო მოგეცემის: სამართლისა შენ მოხდომა჻ ქნას მეფემან ყელ მოტეხით: შემოხვეწა შემოკდომა჻ ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა: შეგვფეროდეს ერთგან სხდომა჻

537. ესე მეტად მომეწონა: თათბირი და გამორჩევა჻ ჩემთა მტერთა დავაცადე: დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა჻ მერმე ავდეგ წამოსავლად: მან დამიწყო ქვე ქუე წვევა჻ მწადდა მაგრა ვერ შევმართე: შეჭიდება შემოხვევა჻

538. ხანი დავჰყავ გავეყარე: მაგრა გავჰხე ვითა ხელი჻ ასმათ წინა ჩამომიძღვა: ჩამდიოდა ცრემლი ცხელი჻ ჭირი ბევრჯელ ვაათასე: ლხინი ჩემი ვაერთხელი჻ მერმე წასულა არა მწადდა: ამად მივალ არ ფიცხელი჻

539. მოვიდა კაცი სასიძო: მოვაო მოსლვა გვახარა჻ მაგრა თუ ღ~თი რას უზამს: არა იცოდა გლახ არა჻ მეფესა მიხვდა სიამე: არ სიტყუა ივაგლახა რა჻ მიბრძანა ახლოს მიმისვა: მოდიო თავი დახარა჻

540. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე: ლხინი და სიხარულია჻ გარდავიჴადოთ ქორწილი: ჴამს ვითა დასასრულია჻ კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ: ყოვლგნით საჭურჭლე სრულია჻ უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ: სიძუნწე უმეცრულია჻

541. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი: საჭურჭლეთა წამომხმელნი჻ სასიძოცა მოგვივიდა: იყვნეს ხანსა არ დამზმელნი჻ შიგნით ჩვენნი გაეგებნეს: გარეთ მოდგეს ხორაზმელნი჻ მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა: ვერ იტევდეს ვერცა ველნი჻

542. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: კარვითა მოედანია჻ გამოისვენოს სიძემან: დაყოს ცოტაი ხანია჻ მუნ მისად ნახვად გავიდენ: უშენოდ სპანია სხვანია჻ შენ აქა ნახენ, კმარიან: იქა ნახვისად კმანია჻

543. მაედანს დავდგი კარვები: წითლისა ატლასებისა჻ მოვიდა სიძე გარდაჴდა: დღე გვანდა არ ახუსებისა჻ შეიქმნა გასლვა შიგანთა: ჯარია მუნ ხასებისა჻ დაიწყეს დგომა ლაშქართა: თემ თემად დას დასებისა჻

544. ცხენისაგან არ გარდავჴე: წაველ ფიცხლად დავმორჩილდი჻ ქალი დამხვდა ნატირები: ვჰკითხე ცრემლსა რასა ღურიდი჻ მითხრა შენი შესწრობილი: ტირილსამცა ვით ავსცილდი჻ გაუწყვედლად ვით გამართლო: რაგვარამცა გავაქილდი჻

545. შევედით ვნახეთ ბალიშსა: ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე჻ მზე ვეღარას იქს მის მეტსა: მას განენათლა რომ არე჻ წავდეგ მიბრძანა რასა სდგა: დღე მიგიჩს შენ საომარე჻ ანუ გამწირე მიტყუე: და კვლაცა მაიმცთომარე჻