ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

506. კაცი მოვიდა აევსო: ჯუბაჩითა და რიდითა჻ გახარებოდა ხვარაზმშას: სიხარულითა დიდითა჻ ებრძანა მოგვხვდა ღ~თისაგან: ჩვენ რომე ვინატრიდითა჻ თვით მაგისებრსა შვილსამცა: ჩვენ ჴელსა რასა ვჴდიდითა჻

507. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი: სასიძოსა მოყვანებად჻ დაავედრეს ნუ აყოვნებთ: მოდით ჩვენად ნაბრძანებად჻ მე მაშვრალი ნაბურთალი: საწოლს შეველ მოსვენებად჻ გულსა სევდა შემეყარა: ვიწყე ჭირთა მოპოვნებად჻

508. მეტმან სევდამან მიმწურა: გულსა დაცემად დანისად჻ ასმათის მონა შემოდგა: შევჯე ლაღი და ჯანი სად჻ წიგნი მამართვა ეწერა: ვინ სჩან ალვისა ტანისად჻ ადრე მოდიო გიბრძანებს: დაუყოვნებლად ხანისად჻

509. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ: ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით჻ ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა: ასმათ ვნახე ძირსა დგომით჻ ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად: ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით჻ დამიმძიმდა არა ვჰკითხე: ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით჻

510. იგი ვნახე დაღრეჯილი: ესე მეტად დამიმძიმდა჻ ვითა წინას შემომცინის: აღრად ეგრე გამიღიმდა჻ ყოლე სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა჻ ამით უფრო დამაწყლულა: არა წყლულთა მიაქიმდა჻

511. ჩემნი ერთნი გონებანი: მეტად შორად გამიკიდნა჻ შინა კოშკად შემიყვანა: ფარდაგსაცა ამიზიდნა჻ შეველ ვნახე იგი მთვარე: ჭირმან ყველმან უკუმრიდნა჻ გულსა შუქნი შემომადგნა: მაგრა გული არ დამიდნა჻

512. იყო არ ნათლად ნათელი: ფარდაგსა შემომდგომელი჻ ებურა მოშლით პირ ოქრო: რიდე მე მივეც რომელი჻ მითვე მწვანითა უებრო: მიწოლით ტახტსა მჯდომელი჻ ცრემლისა ღვარსა მოეცვა: პირი ელვათა მკრთომელი჻

513. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა: ვეფხი პირ გამეხებული჻ არცა მზე გვანდა არც მთვარე: ხე ალვა ედემს ხებული჻ ასმათმან დამსვა შორს გვარად: გულსა მე ლახვარ ხებული჻ მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით: გამწყრალი გარისხებული჻

514. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ: მშლელი პირისა მტკიცისა჻ გამწირავი და მუხთალი: შენ გამტეხელი ფიცისა჻ მაგრამ ნაცვალსა პასუხსა: მოგცემსო ზენამ იცისა჻ ვკადრე რა გკადრო პასუხი: მის ჩემგან მე უიცისა჻

515. ვთქჳ პასუხსა ვერას გკადრებ: თუ არა ვსცნობ მე მართალსა჻ რა შეგცოდე რა მიქნია: უცნობოსა ფერ ნამკრთალსა჻ კვლაცა მითხრა რას გეუბნა: მტყუანსა და შენ მუხთალსა჻ დიაცურად რად მოვღორდი: მე დაუწვავ ამით ალსა჻

516. შენ არ იცი ხვარაზმშასი: საქმროდ ჩემად მოყვანება჻ შენ ჯდომილხარ სავაზიროდ: შენი რთულა ამას ნება჻ შენ გასტეხე ფიცი ჩემი: სიმტკიცე და იგი მცნება჻ ღ~თნ ქნას და დაგირჩინო: ცუდად შენი ჴელოვნება჻

517. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი: ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს჻ მკურნალნი და დასტაქარნი: წამალსაყე მოგიტანდეს჻ მამაცისა სიცრუვესა: ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს჻ რადგან დამთმე მეცა დაგთმობ: ვინძი უფრო დაზიანდეს჻

518. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა჻ ეგრეც მე მაქვს პატრონობა: უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა჻ ეგე აგრე არ იქნების: წა მამცთარხარ მოსაცეთსა჻ აზრნი შენნი შენვე გგვანან: მტყუანსა და შენ აგეთსა჻

519. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს: ღ~თო ხანი ვერა დაჰყო჻ თუ ეცადო დაყოფასა: ჴორცთაგანცა სული გაჰყო჻ სხვა ჩემებრი ვერა ჰპოო: ცათამდისცა ჴელი აჰყო჻ ესე სიტყვა დაასრულა: ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო჻

520. თქვა რა მესმა ესე მისგან: მეიმედა მეტის მეტად჻ კვლავ მიეცა თვალთა ძალი: მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად჻ აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ: რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად჻ ვაი სოფელო უხანოო: რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად჻

521. შევხედენ ვნახე სასთუნალ: მუსაფი გაშლით მდებარე჻ ავიღე ავდეგ ღ~თისა და: მერმე მე მათი მქებარე჻ ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს: ჩემიცა დაწვა მზე ბარე჻ რადგან არ მამკალ პასუხი: ერთია გკადრო მე ბარე჻

522. რომე გკადრებ ესე სიტყვა: აწ თუ ცუდად ნალიქნია჻ ცამცა მრისხავს მზისა შუქნი: ყველა ჩემთვის ნუ შუქნია჻ თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია჻ მან მიბრძანა რაცა იცი: თქვიო თავი დამიქნია჻

523. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო: თქვენთვის ფიცი გამეტეხოს჻ ღ~თნ აწვე რისხვა მისი: ზეცით ჩემთვის გაამეხოს჻ ვისი გინდა უშენოსა: პირი მემზოს ტანი მეხოს჻ მაშა მაშინ როგორ დავრჩე: რა ლახვარი გულსა მეხოს჻

524. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს: შექნეს დიდი ვაზირობა჻ მათ წინათვე დაეპირა: იმა ყმისა შენი ქმრობა჻ დამეშალა ვერ დავშლიდი: დამრჩებოდა უმეცრობა჻ თავსა უთხარ მიემოწმე: ჟამად გიჯობს გულ მაგრობა჻

525. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე: რათგან იგი ვერ მიმხვდარა჻ არ იტყჳს თუ ინდოეთი: უპატრონოდ არ მომჴდარა჻ ტარიელ არს მემამულე: სხვასა მართებს არვის არა჻ ვის მოიყვანს არა ვიცი: ანუ იგი ვინ მამცდარა჻