ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

720. რა ჯალაბი გაიყარა: ყმა ვეზირსა ეუბნების჻ ეტყჳს შენი დამალული: დარბაზს არა არ იქნების჻ რაცა გწადდეს საურავი: მეფე იქს და შენ გეთნების჻ გაიგონე ჭირი ჩემნი: მკურნე რაცა მეკურნების჻

721. მის ყმისა ცეცხლი მედების: წვა მჭირს მისისა მწველისა჻ მკლავს სურვილი და ვერ ნახვა: ჩემისა სასურველისა჻ მას ჩემთვის სულნი არ შურდეს: შეზღვა ხამს შეუზღველისა჻ ჴამს სიყუარული მოყურისა: უხვისა უშურველისა჻

722. მისი ნახვა გულსა ჩემსა: ვითა ბადე დაებადა჻ მუნვე დარჩა დათმობაცა: მასთანავე დაება და჻ რათგან დასწვავს მოახლეთა: ღ~თსა მზედცა დაებადა჻ მერმე ასმათ ჩემთვის დისა: უფრო დადცა დაებადა჻

723. ოდეს წამოველ შევჰფიცე: ფიცითა საშინელითა჻ კვლავ მოვალ გნახავ პირითა: არ მტერთა საწუნელითა჻ შენსა მე ვეძებ ნათელსა: შენ ხარ გულითა ხელითა჻ ჟამია ჩემგან წასულისა: ვიწვი ცეცხლითა ცხელითა჻

724. ყოველსავე მართლად გითხრობ: არ სიტყვასა საკვეხელსა჻ მიმელის და ვერ მისულვარ: ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა჻ ვერ გაუტეხ ზენაარსა: ვერ გავსწირავ ხელი ხელსა჻ რამცა სადა გაუმარჯვდა: კაცთა ფიცთა გამტეხელსა჻

725. რაცა გითხრა ჩემაგიერ: როსტანს ჰკადრე მიედ სრასა჻ თავმან მისმან ფიცით გეტყვი: შენ ვაზირსა ოსტასრასა჻ არ შემიპყრობს არ დავდგები: თუ შემიპყრობს მაქნევს რასა჻ მიშველე რა გული ცეცხლმან: არ დამიჭრას არა სრასა჻

726. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან: პირმა არ მეუმზრახემან჻ ვითა ვიშიშვი გაცნობოს: ღ~თნ ნათელთა სახემან჻ მაგრა მან ყმამან ცეცხლითა: დამწვა ალვისა სახემან჻ გული წამსავე წამიღო: ვერათ ვერ შევინახე მან჻

727. აწ მეფეო უმისობა: ჩემგან ყოლა არ ეგების჻ გული მას აქვს გულოვანსა: აქა ჴელი რა მეჴდების჻ თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე: თვით სახელი თქვენ მოგხვდების჻ ვერას ვარგებ გულსა დავსდებ: ჩემი ფიცი არ გატყდების჻

728. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა: არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს჻ თავსა ჩემსა გაგებული: იქნას ღ~თსა რაცა უნდეს჻ მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს: თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს჻ არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ: მტერი თქვენნი დაძაბუნდეს჻

729. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა: მე სიტყვა შევამცირეო჻ წა ესე ჰკადრე მეფესა: შევინვიდოდეს ვირეო჻ მიაჯე ამოდ გაშვება: და თავი გაიგმირეო჻ ასი ათასი წითელი: შენ ქრთამად შეიწირეო჻

730. ვეზირმან უთხრა სიცილით: ქრთამი შენ გქონდეს შენია჻ შენგან კმა ჩემად წყალობად: რომე გზა გაგიჩენია჻ მაგას რა ვჰკადრებ მეფესა: რაცა აწ თქვენგან მსმენია჻ ვიცი უცილოდ ამავსებს: შოება რა საწყენია჻

731. თავმან მისმან მუნვე მამკლავს: ვეჭვ წამიცა არ წამეაროს჻ შენი ოქრო შენვე დაგრჩეს: მე გლახ მიწა მესამაროს჻ მამკალ კაცსა სიცოცხლისა: სწორად რაცა მოეჴმაროს჻ არ ითქმის და ვერცა ვიტყვი: რა გინდა ვინ მისაგმაროს

732. გზა არ წავა თავსა წინა: სიცოცხლე გლახ ვით სთქვიო჻ ამიკლებს და ანუ მამკლავს: ეგე სიტყვა ვითა სთქვიო჻ რად არ მუნვე გაიგონე: რად ხარ შმაგი აგრეთიო჻ სჯობს სიცოცხლე აკლებასა: ამას თავსა აწვე ვსწვრთიო჻

733. თუ მეფეცა გაგიშვებდეს: თვით ლაშქარნი რად დაღორდენ჻ რად გაგიშვან რად დაღორდენ: ანუ მზესა რად მოშორდენ჻ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი: დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების: ვითა ჩიტნი არ გაქორდენ჻

734. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა: ჴამს თუ დანა გულსა ვიცი჻ ჱე ვაზირო შეგეტყობის: სიყვარული არ თურ იცი჻ ანუ სხვაცა არ გინახავს: მოყვრობა და არცა ფიცი჻ თუ გინახავს უმისოსა: ჩემი ლხინი ვითა მტკიცი჻

735. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი: მზესა რამცა დააბრუნვებს჻ აწ უშველოთ გვიჯობს იგი: ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს჻ ჩემი ჩემებრ არვინ იცის: რა მამწარებს რა მატკბუნვებს჻ ცუდსა კაცთა საუბარი: კაცსა მეტად დააჭმუნვებს჻

736. მეფე ანუ მისნი სპანი: ნეტარ ჴელსა რასა მხდიან჻ აწ ვითამცა გაუწყვეტლად: უცნობოსა ცრემლი მდიან჻ სჯობს წავიდე არ გავჰტეხნე: კაცსა ფიცნი გამოსცდიან჻ ჭირნი მისგან უნახავნი: კაცსა ვისმებ გამოსცდიან჻

737. აწ ვაზირო მაგა პირსა: გული კრული ვით მოგთმინდეს჻ რკინა ჩემი მონაცვალე: ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს჻ ვერ გარდვიჴდი თვალთა მისთა: ჯეონიცა თვალთა მდინდეს჻ მომეჴმარე ნუთუ ჩემგან: მოჴმარება შენცა გინდეს჻

738. არ გამიშვებს გავიპარვი: წავალ მათგან შეუგებლად჻ ვით მენუკევს ეგრე დავრთო: გული ცეცხლთა მოსადებლად჻ ვიცი ჩემთვის არას გიზამს: თუ არ უნდი გასაძებლად჻ თქვი რა გინდა წაგეკიდოს: თავი დადევ საწამებლად჻

739. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი: მეცა ცეცხლად მამედების჻ ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა: სოფელიცა გაჰქარდების჻ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა: ზოგჯერ თქმითაც დაშავდების჻ ვიტყვი მოვკუდე არა მგამა: ჩემი მზეცა შენ მოგხვდების჻