ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

546. მე მეწყინა აღარა ვთქვი: ფიცხლად გარე შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს: არ მინდოდეს ვისცა უნდი჻ ქალი ომად რაგვარ მაწვევს: აგრე ვითა დავძაბუნდი჻ შინა მოველ მოკლვა მისი: დავაპირე არ დავყმუნდი჻

547. ასსა უბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით჻ შევსხედით გავლეთ ქალაქი: არა ვის გავეცხადენით჻ კარავსა შეველიგი ყმა: ვითა წვა ზარამც თქმად ენით჻ უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა: თუცა ჴმდა სისხლისა დენით჻

548. კარვის კალთა ჩახლათული: ჩავჭერ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა ფეჴთა მოვეკიდე; თავი სვეტსა შეუტაკე჻ წინა მწოლთა დაიძახეს: გლოვა მიხვდა საარაკე჻ ცხენსა შევჯე და წაცამოველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე჻

549. ჴმა დამივარდა შეიქმნა: ზახილი მოსაწევარი჻ წამოველ წევნა დამიწყეს: დავჰხოცე ჩემი მდევარი჻ ქალაქი მქონდა მაგარი: მტერთაგან მოურევარი჻ მუნ შიგან შეველ მშვიდობით: ამოდ იგივე მე ვარი჻

550. კაცი გავგზავნენ ვაცნობე: ყოვლგან ლაშქარსა ყველასა჻ აქა მომართეთ ვინცაღა: ჩემსა იქმოდეთ შველასა჻ არ გასწყდა მოსლვა მდევართა: ღამესა დია ბნელასა჻ ჩემსა სცნიან სცვედიან: თავებსა მათსა მრთელასა჻

551. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე: რა გათენდა ღამე დილად჻ ვნახენ სამნი დიდებულნი: მეფისაგან მოგზავნილად჻ ებრძანა თუ ღ~თნ იცის: გამეზარდე ვითა შვილად჻ ჩემი ასრე რად შესცვალე: სიხარული სიმძიმილად჻

552. ხვარაზმშას სისხლი უბრალო: სახლად რად დამადებინე჻ თუ ჩემი ქალი გინდოდა: რად არა შემატყობინე჻ მე ბერსა შენსა გამზრდელსა: სიცოცხლე მაარმებინე჻ დღედ სიკუდილამდის შენიცა: თავი არ მაახლებინე჻

553. მე შეუთვალე მეფეო: ვარ უმაგრესი რვალისა჻ თვარა რად მიშლის სიკუდილსა: ცეცხლი სიკუდილთა ალისა჻ მაგრა თვით იცით ჴელმწიფე: ჴამს მქნელი სამართალისა჻ მე თქუენმან მზემან მაშოროს: ნდომა თქუენისა ქალისა჻

554. იცით ინდოთა სამეფო: რაზომი სრა საჯდომია჻ ერთიღა მე ვარ მემკვიდრე: ყველაი თქუენ მოგხდომია჻ ამსოწყდა მათი ყუელაი: მამული თქვენ დაგრჩომია჻ დღესამდის ტახტი უჩემო: არავის არ მონდომია჻

555. ვერ გათნევ თქუენმან კეთილმან: აწ ეგე არ მართალია჻ ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი: გიზის ერთაი ქალია჻ ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ: მოგხვდების რა ნაცვალია჻ სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს: მერტყას მე ჩემი ჴრმალია჻

556. შენი ქალი არად მინდა: გაათხოვე გამარიდე჻ ჰინდოეთი ჩემი არის: არვის მივსცე ჩემგან კიდე჻ ვინცა ჩემსა დამეცილოს: მისით მასცა აღმოვჰფხვრიდე჻ სხვად მეშველსა გარეგანსა: მამკალ ვისცა ვინატრიდე჻

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა჻

557. ესე კაცნი გამეგზავნეს: გონებასა გავეშმაგე჻ რომე მისი ვერა მეცნა: ამას უფრო დავედაგე჻ მას ზღუდესა გარდავადეგ: მინდორთაკე რომე ვაგე჻ მესმა საქმე საშინელი: რომე თავი ვერ წავაგე჻

558. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი: მე მივეგებე წინარე჻ ქალი ჰყვა ერთსა მონასა: ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე჻ თავ გაგლეჯილი ასმათი: პირს სისხლი ჩამომდინარე჻ აღარ მიყივლა ღიმილით: არცაღა გამიცინა რე჻

559. იგი ვნახე დავებნივე: გონებანი გამიშმაგნა჻ შორით უხმე რაშიგან ვართ: ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა჻ მან საბრალოდ შემომტირნა: ძლივ სიტყვანი გამოაგნა჻ მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა: ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა჻

560. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე: რაშიგან ვართ თქჳ მართალი჻ კვლავ საბრალოდ ამიტირდა: კვლავ მოედვა ამით ალი჻ დიდხან სიტყვა ვერა მითხრა: მისთა ჭირთა ნაათალი჻ მკერდსა წითლად უღებევდა: სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი჻

561. მერმე მითხრა მოგახსენებ: ესე რადმცა დაგიმალე჻ მაგრა ვითა გაგახარნე: შენცა აგრე შემიწყალე჻ ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ: შემიწყალე შემიბრალე჻ დამხსენ ჩემსა საწუთროსა: ღ~თსა შენსა მიავალე჻

562. მიამბა ოდეს სასიძო: მოჰკალ და ჴმა დაგივარდა჻ მეფესა ესმა აიჭრა: მართ მისგან გასატკივარდა჻ შენ დაგიძახნა მიხმეთო: ჴმა მაღლად გაჴმამყივარდა჻ მოგნახეს შინა ვერ გპოვეს: მით მეფე გამომჩივარდა჻

563. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან჻ მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან჻ მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან჻ რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან჻

564. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა჻ მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა჻ მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა჻ თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო: მისად პატიჟად მზად ეს ა჻