ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

468. აწ მითქუამს საქმე უშენოდ: შენცა ცან ესე მცნებული჻ რათგან ქალია სამეფო: ჩვენგანვე სახელ დებული჻ ვინცაღა ნახავს აწ ნახოს: აჰა დღე ედემს ხლებული჻ გვერდსა დაისვი ორნივე: სრას დამხვდით მოვალ შვებული჻

469. მოვინადირეთ მინდორი: ძირი მთისა და გორისა჻ იყო სიმრავლე ძაღლისა: შავარდნისა და ქორისა჻ ადრე დავბრუნდით ვიარეთ: არ ეჯი გზისა შორისა჻ აღარ იბურთეს დაშლა ქნეს: თამაშობისა ორისა჻

470. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა: ქალაქი შუკა და ბანი჻ ომ გარდაჴდილსა მშვენოდეს: მე ენიანნი კაბანი჻ ფერმიჴდილ გვარად ვშვენოდი: ვარდი ცრემლითა ნაბანი჻ ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის: მათრლად, არს არ კატაბანი჻

471. რიდენი რომე მეშოვნეს: ქალაქსა ხატაველთასა჻ იგი მეხვივნეს მშვენოდეს: ვახელებ გულსა ხელთასა჻ მეფე გარდაჴდა დარბაზთა: შევედით ჩემთა მზრდელთასა჻ შევხედენ დავჰკრთი ელვასა: ღაწვთა მზეებრ ნათელთასა჻

472. მას მზესა ტანსა ემოსნეს: ნარინჯის ფერნი ჯუბანი჻ ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა: დას დასად უბან უბანი჻ სრულად ნათლითა აევსო: სახლი შუკა და უბანი჻ მუნ ვარდსა შუა შვენოდეს: ძოწ მარგალიტნი ტყუბანი჻

473. ნაომარსა დაკოდილსა: ჴელი ყელსა ჩამომება჻ დედოფალი საჯდომთაგან: ადგა წინა მამეგება჻ ვითა შვილი გარდამკოცნა: ღაწვი ვარდი დამილება჻ მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით: თუღა მტერი შეღაგება჻

474. ახლოს დამისვეს ადგილსა: მუნ სადა მიამებოდა჻ პირის პირ მიჯდა იგი მზე: გული ვისთვისცა კვდებოდა჻ მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა: სხვად არად მეგონებოდა჻ თვალნი მოვსწყჳდნი: სიცოცხლე ამითა მეარმებოდა჻

475. შეიქნა სმა და პურობა: მგზავსი მათისა ძალისა჻ სხვა გახარება ასეთი: არს უნახავი თვალისა჻ თასი და ჭიქა ყველაი: ფეროზისა და ლალისა჻ არვისი ბრძანა მეფემან: არცა გაშვება მთურალისა჻

476. მე მუნა მყოფი მივეცი: შვებასა მეტის მეტასა჻ რა შემამხედნის შევხედნი: ცეცხლმან დამიწყის შრეტასა჻ კაცთა კრძალვასა ვაწვევდი: გულსა შმაგსა და რეტასა჻ რა უამია პირის პირ :საყვარელისა ჭურეტასა჻

477. დააგდეს მღერა მუტრიბთა: სულეთო თავი ხარიან჻ მიბრძანეს შვილო ტარიელ: ვით გითხრათ ვით გვიხარიან჻ ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი: მით ჩვენნი ვაგლახ არიან჻ მართალან შენნი მჭურეტელნი: არ ცუდად იმკვეხარიან჻

478. აწ თუცა გმართებს შემოსვა: ვის მორჭმით მოგივლენიან჻ არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ: აგჴდით ტურფად გშვენიან჻ აწ გქონდეს ასი კლიტენი: ვის შუქნი მოგიფენიან჻ თვით შეიკერე რაცა გწადს: ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან჻

479. კვლაცა დაჯდა მხიარული: მოიმატა სმა და მღერა჻ კვლავ გაგრძელდა ნადიმობა: ბარბითა და ჩანგთა ჟღერა჻ დედოფალნი წამოვიდნეს: შეეყარა მწუხრსა დღე რა჻ ძილ პირამდის სიხარულსა: სიხარული ჰგვანდა ვერა჻

480. ავიყარენით მიგვჭირდა: სმა დოსტაქნისა მეტისა჻ საწოლს შემოველ შემექმნა: ცნობა მათ ვითა შეთისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე იმა ცეცხლთა შრეტისა჻ მეგონებოდა მალხენდის: გონება მისგან ჭურეტისა჻

481. მონა მოვიდა მიამბა: ამბავი მე მართალიო჻ თქვენსა ამბავსა იკითხავს: აჯიღოსანი ქალიო჻ მაშინვე ვიცან ავიჭერ: ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო჻ მოვიდა ვნახე ასმათი: ჩემს წინა მომავალია჻

482. მე მისთვის ვკვდები: მიამა ასმათის ნახვა მე მისად჻ აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა: თაყვანი სცემისად჻ ჴელი მოვჰკიდე დავისვი: ახლოს ტახტისა ჩემისად჻ ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა: მორჩი ალვისა ხე მისად჻

483. მიამბე მისი ამბავი: სხვად ნურას მეუბნებია჻ მითხრა თუ გკადრებ: ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია჻ დღეს ერთმანერთი: გინახავს და ტურფად მოგწონებია჻ აწ კვლაცა ცნობა ამბვისა: მას ჩემგან უბრძანებია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი჻

484. წიგნი მამართვა ჩავხედენ: პირისა თემთა მნათისა჻ ეწერა ვნახე სიტურფე: წყალ ჯავარისა შენისა჻ ომ გარდახდილი შვენოდი: შენატევები ცხენისა჻ არ ავი მიმჩანს მიზეზი: ჩემისა ცრემლთა დენისა჻

485. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი: ქებად შენად უშენოს჻ შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი: მაშა მომკლავ უშენოსა჻ მზემან ლომსა ვარდ გიშერნი: ბაღი ბაღჩად უშენოსა჻ შენმან მზემან თავი ჩემი: არვის მოხუდეს უშენოსა჻

486. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა: მაგრა ცუდად არ იდენო჻ ამას იქით ნუღარა სტირ: გულსა ჭირსა არიდენო჻ შენი მჭურეტნი ჩემთა მჭურეტთა: აგინებენ მარიდენო჻ რომე წეღან მოგეხვივნეს: იგი ჩემთვის არიდენო჻