... (Q-1369), 1823 წ.

508. შევჯექ წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

509. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლა სიტყუა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

510. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა მაგრა გული არ დამიდნა

511. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პიროქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

512. ქუე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭმით გამწყრალი გამეხებული

513. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი ცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

514. ვთქჳ პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერნამკრთალსა კულავცა მითხრა რას გეუბნო მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

515. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება

516. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალთყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვეთა ნეტარ სხუანი რამცა ჰგვანდეს რათგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

517. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ჰინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების წა მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან ტყუვანსა და შენ აგეთსა

518. ცოცხალ ვიყო შენ ჰინდოეთს ღმერთო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაჰყო სხუა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ხელი აჰყო ესე სიტყუა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

519. თქუა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კულავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე მჭვრეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვა სოფელო უხანოო რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

520. შევხედენ ვნახე სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მომკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

521. რომე გკადრებ ესე სიტყუა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

522. კულაცა ვკადრე მე თუ მზეო შენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხუა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

523. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს შექმნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა ვუთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულმაგრობა

524. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რათგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ჰინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა ტარიელ არს მემამულე სხუასა ჰმართებს არად არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მომცდარა

525. ვთქჳ ამითა ვეღარას ვიქმ ღონე სხუა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედვა გული მხეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე რად მე არ წამგვარო

526. სულთ ვიყიდდი გულისათჳს კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

527. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უვარის ქნასა ღმრთისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ჰინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა