... (Q-1369), 1823 წ.

586. პირუელ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყვითანოდ ვარდგიშერი რომე ჰრგავსო ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

587. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინფრიდონ სახელი მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით სიკეთემიუთხრობელი

588. მამის ძმა და მამაჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკე დარჩა სანადიროარ მივსცემდი მამერჩოდეს

589. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მომდომოდა მით მრეკალი არ ვახსირე სპათა უთხარ მომიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

590. ნავითა გაველ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქჳ ჩემთა რად დავჰრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ხმა ჩემი არ უდიოდა

591. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

592. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა

593. კულავ სხუანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიხდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ხრმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

594. მამეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვაზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანამყოლი ყველაკანი დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

595. აწ იგი იმნას რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ სადილსა

596. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა

597. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

598. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტეკოტასა

599. კულავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის ი დარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათგან

600. მოჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

601. მათი მესა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი შევეც დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

602. კულავ სხუასა მიველ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავჰხოცე ომიმცა რაღა აგესა სხუანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭვრეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

603. ზღუა გავიარეთ გავედით შემოგვიტიეს ცხენია კულავ შევიბენით შეიქნნეს ომისა სიმარცხენია მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველესიმკიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

604. თჳთ ორნივე ბიძაძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა ხელნი წმიდად დაეკვეთეს იგი ასრე ასაპყარნა მოიტანნა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი სპანი ამაყარნა