... (Q-1369), 1823 წ.

392. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსლვისა დრონია სიტყუანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხეუმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩვენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი

393. მოეწერა რამაზ მეფე ტარიელსა წიგნს გიწერსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა

394. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

395. ფიცხლავ მოვიდეს არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა

396. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

397. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვჰთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

398. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

399. ვითა მართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წავე ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

400. შემოვლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

401. შევე წავე ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გამინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად

402. უბრძანა თუ მოაჴსენე ასმათ დასჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივეც გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

403. მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა გაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ჰჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

404. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვექვე მითქუამს იდუმალ ვა ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

405. ერთმანეთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

406. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაღირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯვდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქმნა კულავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

407. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღმერთსა ამად არ მკვირსა შენთა შუქთა შემომადგა გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

408. ზედან წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღმერთი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

409. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყუანიცა ტკბილნი ვთქვენით ვჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

410. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლბალახშმინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისი გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა