... (Q-1369), 1823 წ.

489. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქუა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა

490. ზე წამოჯდა ფერმიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

491. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა უც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

492. ასმათის ნახუა მეამა ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მომართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხოა და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პასუხად

493. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფესიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი

494. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვინსცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მომივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

495. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

496. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა

497. დილას ადრე სრას მიჴმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სჴდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

498. გვიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გვაგვა ამად ზედა წაგვიგია

499. აწ ქალისა ჩვენისათჳს ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევანახოთ არ ამოვწყდეთ მტერთა ჩვენთა ჴრმალი ჩვენთვის არ ვმახოთ

500. ვთქჳ თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხუამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების

501. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვთქჳ ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ხელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია

502. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყუაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო ჰკრთებოდა

503. დედოფალმან თქუა ხვარაზმშას მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოთ ჩვენთვის სხუა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

504. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გაჰხდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ სხუასა ნუღარას მოელი

505. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა

506. კულავ გაგზავნეს სხუანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედრეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

507. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად