... (Q-1369), 1823 წ.

411. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიძრახავს ხდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

412. დავაგდე ზღვარი არაბთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ხატაეთს ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ ინდოთა თქვენი თხანია

413. მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მაურვებლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

414. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდენ ცანია ჩვენ მოგცეთ ციხექალაქი მოგყვენ ცოტანი ყმანია

415. გვერდსა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩვენ ერთხელ კულავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

416. ჩუენ ამას ვარჩევთ წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ აფიცე ღმრთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კულავ და კულავცითა

417. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

418. მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყველანი დავვედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველდით გიჴმობ თუ მინდენ შველანი

419. სამდღე ვიარე მემთხვია სხუა კაცი მისვე ხანისა კულავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა

420. კულავცა ეთქუა მართალია აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანება ვქენ მეცა თქვენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

421. მუნით წასული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა კულავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

422. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვნეს ვით მაყრები

423. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

424. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

425. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კულავ სხუაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

426. მეფე ცოტად მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

427. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

428. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქმნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

429. მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხუა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მომკლავს ქვემცა სადა დავიმალე

430. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქჳ თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა ჴმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე