... (Q-1369), 1823 წ.

624. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქამოგესმის წამალი შენ რომე გწვავს ალთა ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასვლა ა მაგა ჭირთა და ვალთა

625. ჩუენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუმცა ლხინმან არ დასძლია

626. კულავ მოგახსენებმეფეო იყავ გულისა ამებად თავი ჩემი და ლაშქარნი მე თქვენთვის დამიც წამებად ღმერთი უხვია გიბოძებს შენსავე ტახტსა დაგებად არ მოიკრიფვის ნაყოფი უდროვოთ და უჟამებად

627. კაცნი უხმენ მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღუა ზღუა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოვასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

628. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორემლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

629. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ჰინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

630. რა ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კულავ ცრემლი შეუშრობელნი

631. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

632. მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მუნ მორწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

633. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო და გაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

634. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

635. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქვენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონოს სახედრობა სიფიცხენი

636. ფრიდონგამომყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილგამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით

637. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კულავ ვიარე რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მხეცთა დავადარე

638. ვთქჳ თუ ჩემი აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყუა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

639. აწ წადითო მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენნეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი რასა ბრძანებთ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

640. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა აგზომ არ ღაფალსა

641. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი

642. ესე ქუაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კულავ მეცქაფნეს

643. დევთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთკერძთა მომიხდეს დავფრიწე დაიხეოდა