... (S-5006), XVIII ს.

603. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყვარული: არცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოხდომა: ქნას: მეფემან: ყელმოტეხით: შემოხვეწა: შემოკუდომა: ჴელთა: მოგცეს: თავსა: ჩემსა: შეგვფეროდეს: ერთგან: სხდომა:

604. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასაჴოცლად: ჴმლისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქვევა: წვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხუევა:

605. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: ჩამომიძღვა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვაათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

606. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: ღამით: უჭვრეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული:

607. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღ~თი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყვა: ივაგლახა: რა: მიბრძანა: ახლოს: მიმისვა: მოდიო: თავი: დახარა:

608. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია: უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

609. მე: გავგზავნენ: ყოვლგნით: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყვნეს: ხანსა: არდამზმელნი: შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხვარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი:

610. მეფემან: ბრძანა: მოკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სხვანი: სპანია: შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

611. მაედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჴდა: დღე: გვანდა: არ: აღვსებისა: შეიქმნა: გასლვა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყო: დგომა: ლაშქართა: თემთემად: დასდასებისა:

612. მე: დავშური: ვითა: წესია: საურავ: გარდაჴდილისა: შინა: წამოველ: მაშურალსა: ქნა: მომდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მსგავსი: ალვისა: ზრდილისა:

613. ცხენისაგან: არ: გარდავჰჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხუდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: მილდი: მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყვედლად: ვით: გამართლო: რაგვარადმცა: გავექილდი:

614. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბშერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგიჩს: წინ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კულაცა: მომიცდომარე:

615. მე: მეწყინა: აღარა: ვთქუი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მიველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

616. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შეველ: სასიძო: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვჰკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დადენით:

617. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე: ყმასა: ფერჴთა: მოვეკიდე: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახეს: გლოვა: მიხუდა: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წამოცაველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

618. ხმა: დამივარდა: შეიქმნა: ძახილი: მოსაწევარი: წამოველ: წევნა: დამიწყეს: დავჰჴოცე: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მუნ: შიგან: შეველ: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

619. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყველასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: სცნიან: სცვიდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

620. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღმერთმან: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

621. ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკუდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

622. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თვარა: რად: მიშლის: სიკვდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თვით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მე: თქვენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქუენისა: ქალისა: