... (H-1090), XIX ს.

355. მათ ვერა მარგეს მე გულსა, ბინდი დამეცა ბნელისა჻ სხვამან ვერავინ შემატყო, დება ცეცხლისა ცხელისა჻ სისხლი დამწამეს მეფემან, ბრძანა გახსნევა ხელისა჻ გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა჻

356. ჴელ გაჴსნილი სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა჻ ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ თუ თქვას რა მინა჻ მონააო ასმათისა, შამოყუანა უთხარ შინა჻ გულსა შინა დაუზრახე, რა მპოვაო აქა ვინა჻

357. მონამან წიგნი მამართვა, მე წავიკითხე ნებასა჻ წიგნსა შევატუევ ლამობდა, მოსვლისა მოსწრაფებასა჻ პასუხად ვჰსწერდი ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა჻ მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ, მოსლვისა დაზარებასა჻

358. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი, ეგე ვით დაგაღონებენ჻ ამილბარი ვარ ჴელმწიფე, სრულად ჰინდონი მმონებენ჻ აზრად შეიქმენ საქმესა, ათასჯერ შეაწონებენ჻ თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ჻

359. კაცი მოვიდა მეფისა, ჰსწადსო ამბვისა სმინება჻ მოყუანა უთხარ ებრძანა, ქნაცა სისხლისა დინება჻ მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება჻ წინაშე მოვალ ამისთვის, კულა უფრო მართებს ლხინება჻

360. დარბაზს მიველ მეფე ჰბრძანებს, ამის მეტსა ნუ იქ აბა჻ ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა჻ შეჯდა ქორნი მოუტევნა, დურაჯები დაინაბა჻ მშვილდოსნები გასაგანნა, იტყოდიან შაბაშ შაბა჻

361. შინა დავსხედით ნადიმად , მას დღესა მინდორს რებულნი჻ მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყუნეს სულ დაღებულნი჻ მეფემან გაჰსცა მრავალნი, თვალნი ღარიბად ქებულნი჻ აუვსებელნი არ დარჩეს, მას დღესა მათნი ხლებულნი჻

362. ვეცდებოდი არა მცალდა, სეუდისაგან თავის კრძალვად჻ ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ალვად჻ ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად჻ შევქმენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვა჻

363. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი჻ ქალი ვინმე იკითხავსო, ინახვისცა ამილბარი჻ ზეწრით თავი მოუხურავს, პირი ბრძენთა საქებარი჻ ვარქვი საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი჻

364. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით, აემზადნეს ასაყრელად჻ შარდი უთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად჻ გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად჻ გული მივეც თმობა ქნათა, აუგისა საკრძალველად჻

365. კარსა შევდეგ ქალი წინა, მომეგება თაყუანი მცა჻ მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე, კურთხეულა რამან ღირმსცა჻ გამიკვირდა მიჯნურისა, თაყვანება ექნა ვისმცა჻ ვთქვი არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ჰზისმცა჻

366. მითხრა დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა჻ გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთვის მომავალობა჻ მაგრა აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდისაღა მალობა჻ ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი, მაკლია ღ~თისა წყალობა჻

367. ადგა მითხრა თქვენს მკრძალვასა, ჩემგან ცნობა უბნევია჻ ნუ მეჭვ რაცა პატრონისა, ბრძანებასა უთქმევია჻ ეზომს დიდი შემართება, გულსა მისსა უთნევია჻ ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმევია჻

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი:

368. წიგნი ვნავხე მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა჻ მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა჻ მე შენი ვარ ნუ მოკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა჻ აწ ასმათი მოგახსენებს, ყუელაკასა ჩემგან თქმულსა჻

369. ბედითი ბნედა სიკუდილი, რა მიჯნურობა გგონია჻ ჰსჯობს საყვარელსა უჩვენნე, საქმენი საგმირონია჻ ხატაეთს მყოფნი ყველანი, ჩვენნი მოხარაჯენია჻ აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა, ჩვენგან არ დასათმონია჻

370. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია჻ მაგრა აქამდის საუბრად, კულა ჟამი არ მამხდომია჻ ძოღან ჴელ ქმნილსა გიჭვრეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია჻ მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია჻

371. მართლად გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე჻ წა შეები ხატაელთა, თავი კარგათ გამაჩვენე჻ გიჯობს ცუდათ ნუღარა სტირ, ვარდი კულავდმცა რად დასტენე჻ მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე჻

372. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა჻ ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა჻ გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა჻ მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გამელალვოდა჻

აქა წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა პირველად მიწერილი: